სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ,,ჩემი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი'' ფარგლებში ქუთაისის მე–14 საჯარო სკოლაში ნდობის ყუთი განთავსდა.
ნდობის ყუთი სკოლის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს ანონიმურად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები, თუ რამდენად დაცულია ბავშვთა უფლებები სკოლაში, რა პრობლემებია და რა შეიძლება, შეცვალოს სკოლის ადმინისტრაციამ ამ მიმართულებით.