დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასწავლო-პრაქტიკული კონფერენცის - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ - წარმატებული 30-ე სკოლელი
2015/04/01 13:27:53

2009 წლიდან, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა- კურთხევით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი ატარებს სასწავლო-პრაქტიკულ კონფერენციას - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“.

2014-2015 სასწავლო წელს კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოში არსებულ სხვადასხვა სკოლის 410-მდე მოსწავლე. მეორე ეტაპზე - „წერის დღეს“ ესწრებოდა 315 მოსწავლე, მესამე დასკვნით ეტაპზე 171 მოსწავლე გადავიდა.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 30-ე საჯარო  სკოლის მე-11² კლასის მოსწავლემ გოგა შალამბერიძემ (პედაგოგი:ცირა ბრეგვაძე) და წარადგინა ნაშრომი: „ქრისტეს რწმენა ქართველთათვის სამეუფო გზაა“.

თემას წარმატება ხვდა პირველ ეტაპზე, მეორე საკონკურსო ეტაპზე - „წერის დღე“, მან დაწერა თავისუფალი თემა: „ადამიანი და სამყარო“, მე-3 ეტაპზე კი წაიკითხა მოხსენება: „ქრისტეს რწმენა ქართველთათვის სამეუფო გზაა“, რომელმაც ჟიურის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ავტორს გადაეცა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის სიგელი, ხოლო მის მიერ წაკითხული თემა დაიბეჭდება წიგნში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი.

 ვულოცავთ გოგას წარმატებით მონაწილეობას სასწავლო-პრაქტიკულ კონფერენციაში-„რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“.

 

ღვთის რწმენითა და მადლით ეცხოვროს, კვლავაც მრავალი წარმატებები უკურთხოს ღმერთმა ჩვენი სკოლისა და ერის საკეთილდღეოდ.     

 

 

                                                                     

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3377
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია