დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/03/31 16:24:19

დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქვეყანაში პირუტყვის დაავადებების რისკის შემცირების, მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების ქმედითუნარიანობისა და ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით,  სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას „მერსი ქორფსს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს  სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძემ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „მერსი ქორფსი“ საქართველოს წარმომადგენლობის ALCP – ის პროგრამის ხელმძღვანელმა, ჰელენ ბრადბერიმ მოაწერეს ხელი.

„მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ არის დაფინანსებული და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს.

,,აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განთავსებული ბიოუსაფრთხოების პუნქტები, ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და  მნიშვნელოვნად შეამცირებს ცხოველთა დაავადებების გავრცელებს. ქვეყნის მასშტაბით, პირველ ეტაპზე 5 ბიოუსაფრთხოების პუნქტის გახსნა იგეგმება“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ.


,,დღეს გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მოხდება პირუტყვის გადასარეკი ტრასიების აღდგენა, მოდერნიზება  და ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობა. აღნიშნულ ტრასებზე წელიწადში ორჯერ  100 ათასობით ცხვრისა და საქონლის გადარეკვა ხდება კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, თუშეთის და ქვემო ქართლის მიმართულებით. აღნიშნული ტრასების რეაბილიტაცია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ განხორციელებულა. ეხლა კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან  და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შევძლებთ მის აღდგენას და თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას“, - განაცხადა ჰელენ ბრადბერიმ


გასულ წელს ქვემო ქართლის რეგიონში გამავალი პირუტყვის გადასარეკ ტრასაზე ბიოუსაფრთხოების პუნქტების განსათავსებელი ტერიტორიების შერჩევა განხორციელდა.

ბიოუსაფრთხოების პუნქტები გულისხმობს შემოღობილ, ბეტონის საფარით მოწყობილ ტერიტორიას, სადაც განთავსებული იქნება პირუტყვის სადეზინფექციო გასაბანი აუზები, სადეზინფექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, სტაციონალური კრემატორიუმები, საწყობი, ვეტპუნქტი და ა.შ. ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობის უმთავრესი მიზანია თავიდან იქნეს აცილებული დაინფიცირებული პირუტყვის ტრასებზე მოძრაობა და ინფექციების გადატანა-გავრცელება.


დაგეგმილია ბიოუსაფრთხოების 5 პუნქტის მოწყობა დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის ტერიტორიებზე.


 

აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, ბიოუსაფრთხოების ხუთი პუნქტიდან ორს (გარდაბანსა და მარნეულში) მოაწყობს „მერსი ქორფსი“, ხოლო სამს (დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და ბოლნისში) სურსათის ეროვნული სააგენტო.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2436
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია