საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საინფორმაციო ცენტრების ქსელი ტელეკომპანიებს „იმედს“ და „რუსთავი 2“–ს უჩივის
2015/03/31 16:02:23

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 6 აპრილს, 16:00 საათზე, განიხილავს საინფორმაციო ცენტრების ქსელის განცხადებებს ტელეკომპანიების „იმედის“ და „რუსთავი 2“–ის წინააღმდეგ. საინფორმაციო ცენტრების ქსელი მაუწყებლებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე–11 მუხლის დარღვევაში, კერძოდ პლაგიატში ადანაშაულებს.

 

ტელეკომპანია „იმედის“ შემთხვევაში, საინფორმაციო ცენტრების ქსელის საჩივარი ეხება 2015 წლის 15 თებერვალს, გადაცემაში „იმედის კვირა“ გასულ სიუჟეტს, რომლის ავტორებიც არიან ცოტნე გეგეჭკორი და გიორგი ხაბეიშვილი.

 

სიუჟეტში გამოყენებულია კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული და ვებგვერდზე www.ick.geგამოქვეყნებული ვიდეომასალა „პატრიარქის მიერ ნაკურთხ პრემიებთან დაკავშირებით“. კახეთისსაინფორმაციო ცენტრის ვიდეომასალიდან კადრები (ვიდეო და აუდიო) ტექნიკურად გამოყენებულია იმგვარად, რომ წაშლილია კახეთის საინფორმაციო ცენტრის ლოგო. ამასთან, არც მასალის ეთერში გაშვებამდე და არც მასალის ეთერში გასვლის დროს სიუჟეტის ავტორს არ უთქვამს და არც სადმე მიუთითებია ინფორმაციის წყაროს (მასალის ავტორი) შესახებ.

„რუსთავი 2“–ის შემთხვევაში, საჩივარი ეხება „ვანოს შოუს“. 13 თებერვალს გადაცემაში „ვანოს შოუ“ წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა გამოიყენა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვიდეომასალა („ნაკურთხი პრემიების“ შესახებ) ისე, რომარცერთხელ არ მიუთითა წყაროს შესახებ და ეთერში გასული ვიდეოდან წაშლილია კახეთის საინფორმაციო ცენტრის ლოგო.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე–11 მუხლის მიხედვით: ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს პლაგიატი.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს არსებობის მანძილზე პლაგიატთან დაკავშირებით არცერთი საჩივარი არ განუხილავს.

 

საინფორმაციო ცენტრების ქსელი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ამუშავებს კახეთის (www.ick.ge), მცხეთა – მთიანეთის (www.icmm.ge), ქვემო ქართლის (www.icn.ge) საინფორმაციო ცენტრებს და საინფორმაციო ცენტრს 16 100 (www.16100.ge);

2014 წელს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა [www.ick.ge] ნომინაციაში ყველაზე ინფორმაციული სააგენტო „ევროკავშირის პრიზი“ მიიღო.

 

წყაროႬ: http://ick.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2693
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია