საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მაია მიმინოშვილი ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში
2015/03/31 13:48:42

ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ცენტრის დირექტორი ქაბატონი მაია მიმინოშვილი  საკლასო დაკვირვების ნაწილთან დაკავშირებით  მასწავლებლებს შეხვდნენ.

 

 

საკლასო დაკვირვების პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში 2016 წლიდან ამოქმედდება და ის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისათვის.

 

 

საკლასო დაკვირვების ფარგლებში გათვალისწინებულია მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დაკვირვებისა და ანალიზის გზით პედაგოგიური უნარების შეფასება.

 

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, საკლასო დაკვირვების ნაწილი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებმა უნდა გაიარონ.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1781
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია