საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დისკუსია ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
2015/03/31 13:08:43

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, 30 მარტს,  ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება დისკუსია თემაზე ,,მიგრაცია, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები’’. დისკუსიაში საზოგადოებრივი, სამთავრობო და მედია  ორგანიზაციების  წარმომადგნგენლები, პროექტის ,,ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს’’ სოფლის კონსულტანტები  მონაწილეობდნენ.

 

მიგრაციის საკითზებზე მოკლე მოხსენებები გააკეთეს  სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა)  წარმომადგენელამ  მაია პაქსაშვილმა,   საქართველოს იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურსიტმა ზაალ გორგიძემ,  იმერეთის სოციაური მომსახურების სააგენტოს დასაქმების კონსულტანტმა  ლანა ნუცუბიძემ,  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელმა თინათინ ენდელაძემ. 

 

თითეულმა მათგანმა არალეგალური მიგრაციის არასასურველ შედეგებზე გააკეთა. ასევე ისაუბრეს კონკრეტულად რა პროგრამები აქვთ  აღნიშნულ ორგანიზაციებს მიგრანტებისთვის.

 

დისკუსიაზე    გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, კონკრეტულად ის,  რომ  მოქალაქეები ნაკლებად ინფორმირებულნი არიან,  თუ რა სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს არალეგალურ მიგრაციას, ასევე არ  აქვთ ნდობა საქართველოს საელჩების  მიმართ.

 

შეხვედრა ორგანიზებულია  პროექტის ,,ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს’’ ფარგლებში.  პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო ,,სიდა’’ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია ქუთაისი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

 

პროექტის მიზანია ქართველი მიგრანტების უფლებების დაცვა და ქართველების კარგად მართული ლეგალური მიგრაციის ხელშეეწყობა   თურქეთსა და საბერძნეთში. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1711
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია