საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შოთა მურღულია ფალიაშვილის მუზეუმის ექსპონატების რესტავრაციის პირობას დებს
2015/03/31 12:53:05

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს დეპუტატებმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და იქ არსებულ ვითარებას გაეცვნენ.


მუზეუმში დაცულია დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: პირადი არქივი, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ოპერების პარტიტურების ორიგინალები, სხვადასხვა დოკუმენტური და ფოტო მასალა, ხელნაწერები და უნიკალური ინსტრუმენტები.


„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია ჩვენს ქალაქში. გავეცანით მუზეუმში არსებულ პრობლემებს. აქ არის ნივთები, რომლებიც რესტავრირებას საჭიროებს. ჩვენ ვეცდებით, შესაბამისი წესების დაცვით მოვახდინოთ მათი რესტავრირება, ეს ძალინ მნიშვნელოვანი მათ შორის ტურიზმოს კუთხით. სიძველეებს უნდა მოვუფრთხილდეთ და ხელი შევუწყოთ, ისტორია გადავცეთ მომავალ თაობას.“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

 

ქუთაისის მერიის პრესსასმსახურის ფეისბუქგვერდი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1616
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია