დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღია კარის დღეები ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლაში
2015/03/30 21:10:15

2015 წლის 30 მარტს ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლაში ბაღის აღსაზრდელებისათვის  ღია კარის დღე მოეწყო.  ბავშვებს და მათ მშობლებს დაწყებითი კლასების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა უმასპინძლეს, ჩატარდა ერთობლივი გაკვეთილები, რომლებშიც ბაღის პატარებიც  ჩაერთნენ. მათ პირველ და მეორეკლასელებთან ერთად გააცოცხლეს სხვადასხვა ზღაპრის გმირები და გაეცვნენ სასკოლო გარემოს.  დაათვალიერეს საკლასო ოთახები, ანბანის ასოებით გაფორმებული დერეფნები, განახლებული სპორტული დარბაზი,  სკოლის მოსწავლეებისგან პატარებმა მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები.


„ღია კარის დღეები“ სსიპ ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში გაგრძელდება 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით,  10 საათიდან 12 საათამდე.


მომავალი პირველკლასელებისთვის


გთხოვთ, მობრძანდეთ!

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7399
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია