საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
წალენჯიხა ძლიერმა ქარბორბალამ დააზიანა
2015/03/30 16:55:25

 

დღეს, 30 მარტს, დილის საათებში, სამეგრელოს რეგიონში მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ბევრ სოფელში ზიანი მიაყენა კერძო საცხოვრებელ სახლებს, დამხმარე ნაგებობებს და ელექტრო ბოძებს. ძირფესვიანად მოგლიჯა ხეები. სტიქიამ სერიოზულად დააზიანა მე-7 საჯარო სკოლა, სადაც სასწავლო პროცესი შეჩერებულია.


ასევე, დაახლოებით 09.15 საათზე, ქალაქ წალენჯიხის ცენტრში, სალიას ქუჩაზე მდებარე 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ქარმა სახურავი მთლიანად ახადა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ გზაზე გაჩერებულ მანქანებს დაეცა.

(დაზიანებულია 8 ავტომობილი). შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავი ორგანოების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილეები.

მიმდინარეობს სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელიც დაადგენს ზარალის ოდენობას და სასწრაფო წესით მოხდება აღდგენითი სამუშაოების ჩატარება.

 

წყარო:http://jikhatv.ge/244-stiqiatsalenjikhashi.html

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1749
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია