დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ იყო ბესო ხარძიანი
2015/03/29 13:29:06

ბესო ხარძიანი გარდაიცვალა - ბიზნესმენი 4-მა ტყვიამ იმსხვერპლა

გუშინ ბიზნესმენი ბესო ხარძიანი რამდენიმე გასროლით საკუთარ სადარბაზოში მოკლეს. ვინ იყო ბესო ხარჯძიანი და რას შეიძლება უკავშირდებოდეს მისი მკვლელობა, ამას შესახებ AMBEBI.ge-ს მიერ გამოქვეყნებული მასალის ფრაგმენტებიდან შაგიძლიათ გაიგოთ. 


ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციებს ფლობდა.  ის აცხადებდა, რომ ერთ-ერთია იმ ბიზნესმენთაგან, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში უსამართლოდ დააკავეს.

"ვანო მერაბიშვილის ბრძანებით ჰეროინი ჩამაყარეს პირში", - ეს განცხადება ბიზნესმენმა ბესო ხარძიანმა გასულ წელს გადაცემა "დიდ პოლიტიკაში" გააკეთა.

ხარძიანი იმედს გამოთქვამდა, რომ პროკურატურა მისი საქმით დაინტერესდება. ამასთან, აღნიშნულ ინტერვიუში ბიზნესმენმა აღნიშნა, მის დაკავებაში ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე, დავით ჩხატარაშვილი იყო ჩარეული.

"იმედია ახალი პროკურატურის პირობებში დამკითხავენ. დავით ჩხატარაშვილს, ჩემი ციხეში ყოფნის დროს, გიორგი უდესიანთან ერთად კუს ტბა არაბებისთვის 40 მილიონად უნდა მიეყიდა. ამის მტკიცებულება მაქვს, რომ მთავარი პროკურორის მოადგილე, დავით ჩხატარაშვილი იყო ჩარეული, ამიტომ დამიჭირეს და გადაწყვიტეს ჩემი გაუბედურება".

როგორც ბიზნესმენმა განაცხადა, კუს ტბის აქციების იძულებით გადაფორმების შემდეგაც არ გაათვისუფლეს ციხიდან. ხარძიანის განცხადებით, მის საქმესთან პირდაპირ კავშირში იყვნენ გიორგი უდესიანი და ვინმე ქურასბედიანი.

"გამოსვლის შემდეგ შევხვდი ქურასბედიანს, პიროვნება აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ უკვე პროკურატურასთან საქმე „გაიასნებული" გვაქვსო. ჩხატარაშვილი ლაშა ნაცვლიშვილის მრჩეველი იყო და როცა ქურასბედიანმა ეს გვარები მიხსენა, ოჯახში ვესტუმრე ლაშა ნაცვლიშვილს, არ დამხვდა, ჩემი კოორდინატები დავუტოვე, რომ მას აბრალებდნენ და გაერკვია, მაგრამ არ დავუბარებივარ და არ გაურკვევია, ამიტომ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს".

ხარძიანი აცხადებდა, რომ მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა და ე.წ. მილიონნახევარ დოლარად ნაყიდი "გარაჟიც" ამის შედეგი იყო.

"აუქციონზე, რომელიც სიღნაღში 2007 წელს გაიმართა, 37 ათასად ღირებული "გარაჟი" მილიონნახევარ დოლარად ვიყიდე. სასტუმრო "საქართველოს" მეპატრონე გახლდით. დირექტორები დაიჭირეს, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი გარდაცვლილი მეგობრის მამა იყო. ასეთი ზეწოლის ქვეშ როგორ არ უნდა გადამეხადა? რა უნდა გამეკეთებინა? რა გამოსავალი იყო, როცა დაჭერას მპირდებოდნენ? ფინანსურ პოლიციაში იყო გრიგოლ ფერაძე, ვინც წამიყვანა, ამას გელოვანი, დღევანდელი პარლამენტარი ნიკოლეიშვილი და ვინმე ქარსელაძე ესწრებოდნენ. ასეთი ზეწოლის ქვეშ, როცა დაგიჭერენ ახლობლებს, და გემუქრებიან, სხვა გამოსავალი არაა, ბიზნესიც უნდა გადამერჩინა და საკუთარი ოჯახის წევრებიც", - იხსენებდა ბიზნესმენი.


იგივე ინტერვიუში ხარძიანმა პატიმრობაში ყოფნის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დათა ახალაია ნასვამ მდგომარეობაში მისული იყო გლდანის ციხის დირექტორთან, რომლის ოთახშიც ბიზნესმენისთვის "ყველაფერი საშინელება უნდა ჩაეტარებინათ".

"გლდანის ციხის კორპუსიდან გავიქეცი გასასვლელამდე, ვყვიროდი, რომ მოკვლას მიპირებდნენ და ამან შეაფერხა. ორი წელი ციხეში მაწამებდნენ, მაგრამ სულიერად ვერ გამტეხეს. სანამ ე.წ. კარანტინში ვიჯექი, ყოველ დღე მცემდნენ", - იხსენებდა ბიზნესმენი.

 

წყარო: http://www.ambebi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია