დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპარლამენტო უმრავლესობა ინგა გრიგოლიას ეთიკის ქარტიაში უჩივის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/03/28 13:55:38

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე გიორგი ვოლსკი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„21 მარტს ჟურნალისტმა, ქალბატონმა ინგა გრიგოლიამ ჯერ გადაცემის ანონსში, მოგვიანებით კი გადაცემა „რეაქციაში“ ბრალი დასდო საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ის ჩაერია გადაცემა „რეაქციის“ ფორმატში და კატეგორიულად მოითხოვა თემის შეცვლა. უფრო მეტიც, მან უმრავლესობის გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის წინ უარი ეთქვა დებატებზე, რისი ლეგიტიმური უფლებაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს, გააიგივა 2006 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ გამოცხადებულ ბოიკოტთან.

 

ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის და საპარლამენტო უმრავლესობის დისკრედიტაციის მცდელობა და უსაფუძვლო ბრალდება იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც არის სიტყვის თავისუფლება.

 

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არასდროს საპარლამენტო უმრავლესობა არ ჩარეულა მედიის პროფესიულ საქმიანობაში, მით უმეტეს რომელიმე არხის თემის შერჩევაში. საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან ადგილი ჰქონდა „კატეგორიულ მოთხოვნებს“ ემსახურება ჩემთვის გაუგებარ მიზნებს, მაგრამ ფაქტია, რომ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

 

მივმართავთ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“, თავად ჟურნალისტებმა იმსჯელონ რა ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთა ინგა გრიგოლიამ მსგავსი განცხადებები და შეესაბამებოდა თუ არა ეს სიმართლეს".

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3077
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია