საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სასწავლო ვიზიტი დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში
2015/03/27 18:23:23

სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის’’ ფარგლებში, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით,  მოეწყო სასწავლო ვიზიტი დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. ვიზიტში  იმერეთის სკოლების  მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 

 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს აეროპორტი  გაფრენისა და ჩამოფრენის  დარბაზი, სარეგისტრაციო  დახლები, საინფორმაციო  ციფრული მონიტორი, სადაც მარშრუტების განრიგია განთავსებული. გაიარეს ,,რეგისტრაცია’’ , რის შემდეგაც, მგზავრთა გაცილების სამსახურის უფროსის მირანდა შონიას დახმარებით  ყველა იმ პროცედურას პირადად  გაეცვნენ,  რასაც მგზავრები გადიან.    მოინახულეს ასაფრენი ბილიკი და გარე სიცრცეში განთავსებული   ტექნიკა, რაც უსაფრთხო ფრენისთვისაა  მნიშვნელოვანი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1353
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია