საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნეპოტიზმის ფაქტები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში
2015/03/27 15:36:29

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულკომისიაში (GNCC) ვაკანტურ ადგილებზეკონკურსი საჯაროდ თითქმის არასდროსცხადდებოდა. როგორც ჩანს,კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისგამო, რომლის მიხედვითაც ვაკანტური საშტატო ადგილების დაკომპლექტება მხოლოდ კონკურსის გზით არისშესაძლებელი, ბოლო პერიოდშიკომისიაში კადრები ძირითადადარასაშტატო სპეციალისტებად ინიშნებიან.

 

GNCC-ს მიერ IDFI-ისთვის 2015 წლის 16 მარტს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლიდანდღემდე კომისიის აპარატში მიიღეს 51 ახალი თანამშრომელი. აღმოჩნდა, რომ დასაქმებულთა შორის პარლამენტის რამდენიმე  წევრის ნათესავია.

 

თამთა ტეფნაძე საზოგადოებრივ დამცველად 2014 წლის თებერვალში აირჩიეს. ის მანამდე საქართველოსპარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მუშაობდა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამკომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევკომისიას.


თამთა ტეფნაძემ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სამსახურის დაკომპლექტება დაიწყო. კერძოდ,საზოგადოებრივმა დამცველმა საკუთარ თანაშემწედ დანიშნა დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის შვილი გიორგი ხუნდაძე, რომელსაც მანამდე მუშაობის მხოლოდ ერთწლიანი გამოცდილება ჰქონდა - სს „გლობალკონტაქტ კონსალტინგში“, სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის კოორდინატორის მოვალეობას ასრულებდა.


2015 წლის თებერვალში თამთა ტეფნაძემ თანაშემწედ უკვე საკუთარი მეჯვარე, ნათია ფანგანი დანიშნა.საზოგადოებრივი დამცველის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მას ერთწლიანისამუშაო გამოცდილება აქვს, კერძოდ 2009-2010 წლებში ის სამშენებლო კომპანიაში, „ალიონი 99“ იურისტისთანაშემწედ მუშაობდა.

 

ამავე დროს, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე დღის შემდეგ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში არასაშტატო სპეციალისტად თამთა ტეფნაძემ დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის ძმისშვილიშვილი, ირინა ტყემალაძე დანიშნა, რომელიც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)სტუდენტია.

 

წყარო:  www.idfi.ge

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2122
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია