დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თუ ციფრები არ გვაწვდიან სიმართლეს, რად გვინდა ეს ციფრები?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/03/26 16:26:23

ბოლო რამდენი წელია, უკვე ძნელია მოსათვლელად,  ხელისუფლება და საზოგადოება ემოციურად ვსაუბრობთ  პოლიტიკაზე, ეკონომიკის ზრდის ტემპებზე, სოციალურ ფონსა და ინფლაციაზე, ციფრებით მანიპულირებასა და  სტატისტიკაზე.

 

 სახელმწიფოს ციფრები არ მართავ. უბრალოდ, მათზე დაკვირვებით შეიძლება ვთქვათ, როგორ იმართება ქვეყანა, არის თუ არა ქვეყანაში პროგრესი.

 

ციფრების „რახარუხის“ ანუ სტატისტიკური კვლევების ისტორია გვიანდელ შუა საუკუნეებში იწყება. ლათინურიდან წარმომავალი სიტყვა გერმანული ენიდან მსოფლიოს მოედო და მარტივად თუ გვინდა მისი დეფინიცია, ნიშნავს აღრიცხვას.

 

 ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი მარკ ტვენი სტატისტიკაზე ხუმრობდა: არსებობს სამი სახის ტყუილი: უწყინარი ტყუილი, თავხედური ტყუილი და სტატისტიკა!“ ბუნებრივია, ტვენის დონის ადამიანისათვის გასაგები იყო სტატისტიკის მნიშვნელობა, მაგრამ მან ხაზი გაუსვა იმ მანიპულაციებს, რომელსაც სახელმწიფო სტატისტიკის  სამსახური „აიმასქნებდა“.


 არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოში საუბრობდნენ „საქსტატის“ არასაჭიროებაზე, ანუ გაუქმებაზე. თუ ციფრები არ გვაწვდიან სიმართლეს, რად გვინდა ეს ციფრები? თუ ასეთი ციფრები არ გვინდა, მაშასადამე, არ გვჭირდება სტატისტიკა. არის ლოგიკა ამ მოსაზრებაში, თუმცა ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს სტატისტიკური სამსახურები, რომელზეც შეიძლება დაეყრდნოს ეკონომიკური გათვლები არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან, არამედ კომპეტენტური SWOT ანალიზიც მის გარეშე კერძო სექტორს ნაკლებად შეეძლება.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე მისი საქმიანობის შესახებ ნათქვამია, რომ სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური ან/და დაინტერესებული ჯგუფების გავლენისაგან დამოუკიდებლად;


სტატისტიკის წარმოებისას და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელებისას დაცული უნდა იქნეს სისტემატურობა, საიმედოობა და მიუკერძოებლობა, რაც გულისხმობს სტატისტიკის წარმოებას პროფესიული და ეთიკური სტანდარტების საფუძველზე, აგრეთვე განხორციელებული პოლიტიკისა და პრაქტიკის გამჭვირვალობას, ყველა მომხმარებლისათვის სტატისტიკური მონაცემების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

 

სტატისტიკის წარმოება რომ უნდა განხორციელდეს სწორად, ზუსტად და თანამიმდევრულად, ამაზე არ ვდაობთ. ამისათვის საჭიროა  სტატისტიკური სტანდარტების, მეთოდოლოგიისა და რესურსების შესარჩევად სამეცნიერო კრიტერიუმების გამოყენება, აგრეთვე სტატისტიკის წარმოებისათვის გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის საჯაროობა;

 

 „საქსტატი“ გვამცნობს:ოფიციალური სტატისტიკის ეფექტიანი წარმოებისათვის საქსტატი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.“  ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი (რომლის კომპეტენციაში ეჭვი არავის არასდროს შეაქვს, მაგრამ სტატისტიკურ სამსახურებს ახლოს არ აკარებენ) გვეუბნება: „საქსტატი აქტიურად მონაწილეობს და არცერთ შანსს არ უშვებს უცხოეთში პროფესიულ სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობისას, მაგრამ ჩვენი მეგობარი უცხოელიტრენერები“,  კერძო საუბრებში, გაოცებას ვერ მალავენ - რატომ სხედან, ბოლო დროს, ქართველი სტატისტიკოსებიმოწმის ფორმატშიასეთ შეხვედრებზე? რატომ არ უჩნდებათ კითხვები, ინიციატივები და არ აქტიურობენ მნიშვნელოვანი თემების განხილვისას?


პასუხი მარტივია - იმისთვის რომ იაქტიურო, კითხვა და ინიციატივა დასვა, ამ საქმეში ელემენტარული მაინც უნდა გაგეგებოდეს. ქართული სტატისტიკის რეალობა კი გარკვეული ჯგუფების კერძო ინტერესები, კონკრეტული ადამიანების დასაქმება და სახელმწიფოს ხარჯზე მეტი სარგებლის ნახვაა. თუ უფრო შორს არ წავალთ და არაპროფესიონალთა და ინერტულთა შეგნებულ თუ უნებურდანაშაულებრივ უსაქმურობაზეარ ვისაუბრებთ. სამწუხაროდ, ნებისმიერი არასწორად ჩატარებული კვლევა მცდარი პოლიტიკის საინფორმაციო საფუძველი ხდება“.

 

გასულ წელს ამავე რესპოდენტმა მწვავედ დასვა საკითხი და ხმამაღლა განაცხადა: ,,ქართული სტატისტიკა სტატისტიკოსების გარეშე, ანუ კიდევ ერთი გათვლილი სვლა ხადურისგან“. ანუ ლაპარაკია საკადრო პოლიტიკაზე, რომელიც სტატისტიკის სამსახურის განვითარებას ვერასდროს შეძლებს.


 „2005 წლიდან დღემდე საქსტატმა 4 ხელმძღვანელი გამოიცვალა და ამჟამად მე-5 წრეზე მიდის. 5-დან 4 ხელმძღვანელი ფინანსთა სამინისტროს კადრი იყო, რომლებსაც სამსახურის ხელმძღვანელად მოსვლასთან ერთად მოჰყვა ფინანსთა სამინისტროში ,,დაწუნებულიკადრების შლეიფი. სტატისტიკის სამსახური, ბოლო წლების მანძილზე, ფინანსთა სამინისტროსსაკადრო სანაგვედიქცა და ტენდენცია დღესაც გრძელდება. სახეზეა პრინციპული შეუთავსებლობა. სტატისტიკის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის წარმატების თუ წარუმატებლობის მონიტორინგია. ეს განსაკუთრებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ეროვნულ ბანკს შეეხება. მარტივი მაგალითი - სტატისტიკის სამსახური ზომავს ინფლაციას, ხოლო ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა გეგმეს რაღაც დონის ინფლაცია. როგორ ფიქრობთ, ფინანსთა სამინისტროდან ან ეროვნული ბანკიდან მოვლინებული კადრი დაუშვებს რაიმე ,,არასწორიინფორმაციის პუბკლიკაციას? დავუშვათ, დაიგეგმა ეკონომიკური ზრდის გარკვეული დონე, რომელზე პასუხისმგებელიც ზემოაღნიშნული სამინისტროები არიან: როგორ ფიქრობთ დაუშვებს მათგან მოვლინებული ხელმძღვანელი ასეთი ინფორმაციი პუბლიკაციას?
რა თქმა უნდა - არა! პრობლემა ისაა, რომ სტატისტიკა მხოლოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მონიტორინგს არ მოიცავს. სტატისტიკა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხება. ასეთი საკადრო გადაწყვეტილებები კი აუცილებლად იწვევს სამსახურის მუშაობის ასიმეტრიულობას და ფინანსთა სამინისტროს ინტერესებში შემავალი საკითხების გარდა სხვა სტატისტიკას ნაკლები ყურადღება ეთმობაბა“, _ გვეუბნება რესპოდენტი, რომელიც ინგოგნიტოდ რჩება, მაგრამ სჯერა, რომ მას აუცილებლად ამოიცნობენ ამ მასალის წაკითხვისთანავე.


გასული წლის მნიშვნელოვანი სტატისტიკური ღონისძიება, მოსახლეობის საყოველთაო აღწერამ,  უღიმღამოდ ჩაიარა. ამ ღონისძიების ჩატარებაც ისეთივე პარტიზანულ რეჟიმში მოხდა, როგორც, თავის დროზე, სტატისტიკის ხელმძღვანელობის დანიშვნა, _ აღნიშნავს რესპოდენტი.


ვისაც გასული წლის აღწერა ახსოვს და ყურადღება მიაქცია, აუცილებლად მიხვდება, რომ  გადატვირთული იყო აღწერის კითხვარი.  მოსახლეობის საყოველთაო აღწერის კითხვარში არ შეიძლება ისეთი კითხვების შეტანა, რომელზეც გარანტირებულად ვერ იქნება მიღებული სრული პასუხი, ანუ ეს ის მომენტია, რაც წყლის ნაყვა.  აღწერის კითხვარში იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა და საარსებო საშუალებები. ორივე მათგანი მოითხოვს დეტალურ შესწავლას და შეუძლებელია აღწერის დროს დასმული ორიოდე კითხვით ამ საკითხებზე რაიმე ღირებული წარმოდგენის შექმნა, სამაგიეროდ, იქმნება ასეთი ცოდნის პრეტენზია, რაც არასწორი დასკვნების საფუძველი ხდება.


 ცალკე საკითხია, რამდენად ვარგისი და ყოველმხრივ სანდო იქნება გასული წლის ნოემბერში ჩატარებული სტატისტიკური კვლევის შედეგები, როცა ერთდროულად ჩატარდა მოსახლეობის საყოველთაო და სასოფლო-სამეურნეო აღწერა. ამ ორი დიდი სამუშაოს გაერთიანება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ აღწერას ატარებს მაღალი კლასის პროფესიონალი (საქართველოში კი, პროფესიონალი სტატისტიკოსები არც ისე ბევრი გვყავს).


რესპოდენტი ამ საკითხზე ასეთ რამეს გვეუბნება: სახეზეა ინფორმაციის კონფიდეციალობის შესახებ სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპის აშკარა დარღვევა: აღწერის დროს მოთხოვნილი იყო ოჯახის თითოეული წევრის პირადი ნომერი, რაც კატეგორიულად დაუშვებელია სტატისტიკური კვლევების ჩატარების დროს, ვინაიდან საიდენტიფიკაციო ნიშნის მოთხოვნა მნიშვნელოვნად ამცირებს რესპონდენტის გულწრფელობის ხარისხს. ეს აუცილებლად იმოქმედებდა სოფლის მეურნეობის აღწერით მოთხოვნილ რაოდენობრივ ინფორმაციაზე. მაგალითად ოჯახი, რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი სოციალური დახმარების მიღებაზე (ასეთი კი საქართველოში ოჯახების ნახევარზე ცოტა მეტია - 500 ათასი ოჯახზე მეტი) პირადი ნომრის მოთხოვის შემდეგ, აუცილებლად დამალავდა საკუთრებაში მყოფი მიწის, ძროხის და სხვა აგრარული რესურსების შესახებ ინფორმაციას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოჯახის ყველა წევრი გარანტირებულად ვერ იქნებოდა სახლში გამოკითხვის დროს და ოჯახის სხვა წევრების პირადი ნომრები ძალიან ცოტა პროცენტმა თუ იცის ზეპირად, ცდომილების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

 
სპეციალისტები იწუნებენ აღწერის დროსაც: აღწერა, ზოგადად, ტარდება მაშინ, როდესაც მოსახლეობა ნაკლებად მობილურია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც უმრავლესობა იმ მისამართზეა, სადაც ცხოვრობს. ამიტომ, წინა აღწერები, 1-14 იანვარს ტარდებოდა, რადგან ამ პერიოდში ყველა ცდილობს სახლში ყოფნას. გასულ წელს აღწერა 5-19 ნოემბერს ჩატარდა.


სავარაუდოდ, აღწერის პერიოდად ასეთი არახელსაყრელი დროის შერჩევის ერთერთი სავარაუდო არგუმენტი, სპეციალისტთა აზრით, გაეროს მითითებებია, რომლის თანახმადაც, 2002 წელს ჩატარებული აღწერის მომდევნო რაუნდი 2004-2014 წლებში უნდა ყოფილიყო და თუ აღწერა 2015 წლის იანვარში ჩატარდებოდა, მაშინ ჩაითვლებოდა, რომ საქართველომ რაუნდი ჩააგდო. არგუმენტი არ ამართლებს არც კვლევით მიღებულ შედეგს და არც სოლიდურ დანახარჯს. საკამათო არაა, უმჯობესია,რომ  ჩავარდეს რაუნდი, ვიდრე თვითონ აღწერა.

 ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ნაკლები პროფესიონალიზმი მეტ ხარვეზს ნიშნავს, „სადღაც დაწუნებული კადრი“ ნებისმიერ სამსახურში   პარაზიტულ მდგომარეობაში ჩადგება (თუ ზედმეტი არ იქნება, მკითხველს შევახსენებთ, რომ პარაზიტი ბერძნულად თანამესუფრეს ნიშნავს).


ზოგიერთ მიიჩნევ, რომ დემოკრატია სტატისტიკის ბოროტად გამოყენებაასაქართველოში, დიდი ხანია, უკვე ბოროტად მართლა იყენებენ სტატისტიკას. ეს კი ის ტრადიციაა, რომელსაც თუ დროულად არ შეველევით, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ერთი და მავე ადგილის ტკეპნა“, _ ამბობს რესპოდენტი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2366
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია