დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობის სამინისტრო საჯარიმო პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს
2015/03/26 11:45:39

სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მონიტორინგის წლიურ პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სათანადო წესით ხდება  სურსათის ნიმუშების აღება და შემოწმება, მისი საკვებად ვარგისიანობის დადგენის მიზნით.

 

2015 წლის დასაწყისიდან დღემდე, უკვე 971 ინსპექტირება განხორციელდა, აქედან საწარმოო პროცესი შეუჩერდა 12 ბიზნესოპერატორს, ხოლო დაჯარიმდა 63 ოპერატორი.


არაერთ შემთხვევაში გამოვლენილი კრიტიკულად შეუსაბამო დარღვევები ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიშროებას წარმოადგენდა.


დღეს მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ წარმოებული სურსათი საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, იგი ვალდებულია, აღკვეთოს სურსათის სარეალიზაციო ქსელში მოხვედრა ან უზრუნველყოს სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი პირველ ჯერზე 1000 ლარით ჯარიმდება. ანალოგიური ქმედების განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა კვლავ 1000 ლარია.


სურსათის უვნებლობის კონტროლის ეფექტიანად განხორციელებისათვის საჯარიმო სანქცია სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს.


ამის გათვალისწინებით,  სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ საჯარიმო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და მნიშვნელოვნად გამკაცრდეს. სამინისტრო კანონში ცვლილებების შესატანამდე არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციებს გეგმავს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2202
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია