საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კანონიერი ქურდი აეროპორტში დააკავეს
2015/03/24 16:55:54

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის საერთშორისო აეროპორტში, 1978 წელს დაბადებული ლევან მარღია კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული აღიარებს ქურდულ სამყაროს და გარკვეული პერიოდიდან მისი წესების დაცვით ცხოვრობს.

 

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით).

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია