დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით სერგეენკო: „ადამიანებმა ხელი აიღეს რეჟიმის დაცვაზე...“(VIDEO)
2015/03/24 16:32:29

21 აპრილს ხელი მოეწერება C ჰეპატიტის ელიმინაციისათვის შედგენილ პროექტს და პირველივე დღეებში 5000-მდე პაციენტისთვის, რომლებიც ყველაზე უფრო საჭიროებენ ამ ეტაპისთვის დახმარებას, პრეპარატი საქართველოში შემოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესონფერენცია საქართველოს შროს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციულარი უზრუნველყოფის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

 

 

ჯანდაცვის მინისტრმა პროექტის ელიმინაციის ფარგლებში პაციენტთა და საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, აუცილებელია, პაციენტები ფლობდნენ ინფორმაციას, თუ რა შედეგის მომტანია მკურნალობა.

 

„C ჰეპატიტის მქონე პირებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ მკურნალობის შედეგად ღვიძლის ფუნქცია მყისიერად და სრულად ვერ დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას. ეს არის ინფექციის მოსპობა და არა საკუთრივ ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესება“,- აღნიშნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და განმარტა, რომ აუცილებელია, პაციენტებმა მკურნალობის პარალელურად დაიცვან რეჟიმი.

 

ბევრია შემთხვევა, როცა ადამიანებმა, იმ იმედით, რომ დაიწყებენ მკურნალობას, ხელი აიღეს რეჟიმის დაცვაზე. ღებულობენ ალკოჰოლს, არ იცავენ საბაზო პრინციპებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია და მათი ასეთი დამოკიდებულება არის ფატალური მიდგომა, დიდი რისკების შემცველი“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია