საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დიდი ხმაური და სკანდალი იმედზე-დატოვებენ თუ არა ჟურნალისტები არხს?
2015/03/24 15:57:40

დღეს  ტელეკომპანია „იმედმა“ სპეციალური განცხადება გაავრცელა  და ხელისუფლების მხრიდან არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესახებ არხზე მომუშავე ჟურნალისტების ინგა გრიგოლიას და ეკა ხოფერიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გაემიჯნა. 

 

„ტელეკომპანია იმედს სურს დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმ განცხადებების გამო, რომელიც გაისმა იმედის ეთერში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. პარასკევს, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა რომ “ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კატეგორიულად მოსთხოვა გადაცემის ავტორებს არ გაეშუქებინათ “რეაქციაში” 21 მარტის აქციის თემა.

 

ასევე, “იმედის კვირაში” წამყვანმა ეკა ხოფერიამ გამოთქვა აზრი, რომ “ხელისუფლებისათვის მიუღებელია ობიექტური “იმედი”. ამ განცხადებებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში და ცდილობს ჟურნალისტებზე ზეწოლას.“

 

წყარო: http://news.coa.ge/

 

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლია გამოეხმაურა, როგორც თოქ-შოუ „რეაქციის“ წამყვანი წერს მისთვის განცხადების აზრი გაუგებარია.

 


„აი, თქვენ კიდევ არ მიჯერებდით, როცა ვამბობდი, რომ სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელია-თქო ჩვენი გადაცემები... ახლა მაინც დაიჯერეთ“, - წერს ტელეწამყვანი.



„დამღუპავს მე ეს ემოციები. ხოფერიაც თუ ემოციური გოგო იყო, არ ვიცოდი... ჩემმა ემოციებმა უკვე ზევითაც შეაწუხა ხალხი"- წერს გრიგოლია.

 

"ასე მოულოდნელად დამეცა მეხი"...“მეწყინა“ - აღნიშნავს ჟურნალისტი.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედის" საგანგებოა განცხადების მერე ტელეკომპოანია შესაძლოა დატოვოს ინგა გრიგოლიამ და ეკა ხოფერიამ.

 

ტელეკომპანია "იმედის" განცხადებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და შეკითხვები გააჩინა. ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია ტელევიზიის ხელმძღვანელობას, რას ნიშნავს ეს განცხადება და რატომ აცხადებს ტელევიზია, რომ ჟურნალისტების მხრიდან ადგილი ჰქონდა "საფუძველსმოკლებულ გამონათქვამებს".

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2319
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია