დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
KEDEC-ისა და „ღონე ქვეყნისას“ წარმატებული თანამშრომლობა
2015/03/19 18:04:58

კერძო დაწყებითი სკოლა ,,ღონე ქვეყნისა’’  ერთ–ერთი   კარგი ღირებულებების და ფასეულობების სკოლაა, რომელმაც  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  (kedec) მიერ შშმ პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირების საპილოტე პროგრამის ფარგლებში ითანამშრომლა და  დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობას  კიდევ ერთი შემატა. 

 

 

თამარ ადეიშვილი, კერძო დაწყებითი სკოლა „ღონე ქვეყნისას“ დირექტორი: „ამ პროექტის შესახებ დირექტორების შეკრებიდან გავიგე, პროექტი  თვითონ ორგანიზაციამ, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა წარმოადგინა, იქვე გვაჩვენეს წარმატებული მაგალითებიც.    ის ადამიანები, რომლებმაც უკვე დაასაქმეს შშმ პირები ძალიან კარგად, დადებითად ახასიათებდნენ დასაქმებულებს.  ძალიან დიდი ნდობა გამიჩნდა,  რაც ყველა დამეთანხმება, რომ შრომით ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია,  ამიტომაც როცა ჩემს სკოლაში  დამლაგებლის ვაკანსია გაჩნდა, მივმართე შშმ პირთა დასაქმების ცენტრს და დასაქმების კონსულტანტებს.“


დასაქმების კონსულტანტებმა  რამდენიმე კანდიდატურა შეარჩიეს, მოაწყვეს შიგა გასაუბრებები, თუ რამდენად იყვნენ ეს კანდიდატები მზად  არსებული  ვაკანსიის დასაკავებლად და საბოლო ჯამში ერთ–ერთი შეირჩა.


სოფო კუპატაძე, დასაქმების კონსულტანტი:  „ქალბატონი თამარი თავისი სურვილით ჩაერთო პროექტში, ჩვენს მიერ შერჩეულ ბენეფიციარს არასრული სმენა– სმენის შეფერხება  ხელს ვერ შეუშლის მის საქმიანობას.  ასე რომ ვთვლით,  ჩვენი პირველი თანამშრომლობა ნაყოფიერი გამოდგა. თუმცა, ალბათ, რომ არა სკოლის დამფუძნებლის მანანა ქარქაშაძის მხარდაჭერა, ალბათ თანამშრომლობა არ შედგებოდა.“


„შემოთავაზებული კადრით ძალიან კმაყოფილი ვარ,  ის ნდობა, რაც ერთი შეხვედრით გამიჩნდა ამ ორგანიზაციის მიმართ, ერთი ორად გაიზარდა,  მომავალშიც, აუცილებლად ვითანამშრომლებთ.“ – აცხადებს სკოლის დირექტორი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4259
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია