დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ივანიშვილი - „ყველაზე ახირებულ მილიარდერთა“ ათეულის წევრი
2015/03/19 17:42:24

გამოცემა myfirstclasslife.com-ი, მათი ვერსიით, მსოფლიოს ათი ყველაზე ახირებული მილიარდერის შესახებ წერს. 



აღსანიშნავია, რომ ათეულში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა. "ისეთი სახლი აქვს, ფილმებში ბოროტმოქმედებს რომ აქვთ ხოლმე", - წერს გამოცემა ივანიშვილზე. რაც შეეხება ათეულს, შემდეგნაირად გამოიყურება.



ჯოსელინ უაილდენშტეინი


უაილდენშტეინი მილიარდერი მდიდარ კაცზე გათხოვების შემდეგ გახდა. მან ერთ წელიწადში 600 000 დოლარი დახარჯა. მილიარდერისთვის არც ისე დიდი თანხააო, იფიქრებთ, მაგრამ საქმე ის არის, რომ მან ეს ფული მხოლოდ სატელეფონო ხარჯებში, საკვებსა და ღვინოში გადაიხადა. 



რობერტ კლარკ გრემი


მას შემდეგ, რაც მილიარდერი გახდა, გრემმა სპერმის ბანკი დააარსა. უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ მის სპერმის ბანკში საკუთარი ფლუიდების ჩაბარება მხოლოდ ნობელის ჯილდოს მფლობელებს შეუძლიათ.




ინგვარ კამპარდი


სიის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, კამპარდი იმითაა გამორჩეული, რომ ფულს არ ხარჯავს. სავაჭრო ქსელ "იკეას" დამაარსებელი კვლავ 1993 წელს წარმოებული მანქანით გადაადგილდება და თვითმფრინავში პირველი კლასით არ მგზავრობს. 


ბობ პარსონსი


პარსონსმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ნადირობს და კლავს ის ველურ სპილოს აფრიკაში. 


სულთანი ჰასანალ ბოლკია


სულთანის მფლობელობაშია პერსონალური ბოინგ 747, რომელიც აღჭურვილია ოქროს უნიტაზებით. მან თავის შვილს "მერსედესის" მარკის ვატომობილი აჩუქა, რომელიც ზედაპირზე მთლიანად იყო ბრილიანტებით დაფარული.


კლაივ პალმერი


პალმერმა, როგორც ჩანს, "იურიული პერიოდის პარკს" უყურა და გადაწყვიტა, რომ დინოზავრის კლონები შეექმნა. მას შემდეგ, რაც ეს წამოწყება რეალობაში ვერ განახორციელა, რობოტი დინოზავრები შექმნა და საკუთარი გოლფის მდელოზე განთავსება გადაწყვიტა. ამჟამად ის გეგმავს, გემ "ტიტანიკის" ზუსტი ასლი შექმნას.


ბიძინა ივანიშვილი


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მილიარდერი რუსეთში გახდა. ივანიშვილს ისეთი სახლი აქვს, ფილმებში რომ ბოროტმოქმედებს აქვთ ხოლმე. მისი სახლის ექსტერიერი მთლიანად მინაშია შესრულებული. ცოტათი კიდევ უნიკალური რომ გაეხადა საკუთარი საცხოვრებელი, ივანიშვილმა პატარა ზოოპარკი დაამატა, სადაც პინგვინებიც კი ჰყავს. 



ლეონა ჰელმსლი


ჰელმსლი იმდენად საძაგელ პიროვნებად ითვლებოდა, რომ მას მეგობრები საერთოდ არ ჰყოლია. არც ოჯახის წევრებთან ჰქონია დალაგებული ურთიერთობა. ამიტომ, გარდაცვალების შემდეგ, ანდერძით 12 მილიონი დოლარი თავის ძაღლს დაუტოვა.



ჰოვარდ ჰიუზი


ჰოვარდ ჰიუზი თვითმფრინავებს აშენებდა. ერთ-ერთი ფრენის დროს მას კატასტროფა შეემთხვა, რის შემდეგაც უცნაურობები დასჩემდა. ინციდენტის შემდეგ ჰიუზი საკუთარ კინოთეატრში იკეტებოდა თვეების განმავლობაში და არც შხაპს იღებდა, არც საპირფარეშოში შედიოდა. ჭამით მხოლოდ ტკბილეულს და ქათამს მიირთმევდა. 


რობერტ დარსტი


1980 წელს რობერტის ცოლი კეტლინი უკვალოდ გაქრა. გამომძიებლებმა მისი სხეული ვერ იპოვნეს. 2000 წელს გამოძიება განახლდა, როდესაც რობერტის ერთ-ერთი მეგობარი მის სახლში მოკლული აღმოაჩინეს. იმ ნიშნების მიუხედავად, რომ რობერტი სერიული მკვლელი იყო (კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა 2003 წელს), მან დაიქირავა საუკეთესო ადვოკატების გუნდი და ბრალდებებს თავი დააღწია.



მომზადებულია myfirstclasslife.com-ს მიხედვით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2824
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია