საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნორჩ მუსიკოსთა წარმატება კამერული მუსიკის რესპუბლიკურ კონკურსზე
2015/03/19 14:32:33

ახლახან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში კამერული მუსიკის მეორე რესპუბლიკური კონკურსი გაიმართა.

 

საკონკურსო დებულების მიხედვით, სამუსიკო სკოლების აღსაზრდელები გადიოდნენ კონკურსგარეშე ნომინაციაში. სწორედ ამ ეგიდით მონაწილეობდნენ მხოლოდ ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები: გიორგი ჭეიშვილისა და მარიამ რუხაძის, ქრისტინე შეყრილაძისა და მარიამ ჭეიშვილის კამერული ანსამბლები. მათ კონკურენციას უწევდნენ თბილისის „ნიჭიერთა ათწლედისა“ და ევგენი მიქელაძის სახელობის სასწავლებლის მოსწავლეები.

 

ქუთათურმა ნორჩმა მუსიკოსებმა ღირსეულად გაართვეს თავი დასახულ ამოცანას.

 

„მათ არამხოლოდ მსმენელი, არამედ ჟიურის წევრებიც მოიყვანეს აღფრთოვანებაში, რომლებმაც ფეხზე ადგომით გამოხატეს თავიანთი ემოციები. ჩემმა ბავშვებმა სერთიფიკატებიც მოიპოვეს და ამ დღეებში უკვე შემდგარ დასკვნით კონცერტზე გამოსვლის უფლებაც.“ – სიამაყით განაცხადა  ქუთაისის მე-2 სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნინო დოღონაძემ.

 

პატარების ეს გამარჯვება უთუოდ ჩაიწერება საინტერესო ფურცლად ქუთაისის მე-2 სამუსიკო სკოლის ისტორიაში. მით უფრო, რომ წელს სამუსიკო სკოლა დაარსებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. მას არა ერთი გამოფენა ელოდება საკონკურსო, თუ საკონცერტო სარბიელზე.  

 

ლალი ბარაბაძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1701
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია