საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის ნებართვას ითხოვენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/03/19 12:58:57

ვასილ კიკვიძის ძეგლი კვლავ დავის საგანი ხდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერს ძეგლის დემონტაჟისკენ მოუწოდებს. მერის განცხადებით კი ქამრების შემოჭერის დროს ძეგლის დემონტაჟზე ხარჯების გაწევა არამიზანშეწონილია. მერის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციაში პასუხობენ  და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მერია ძეგლის დემონტაჟისთვის ტენდერს სიმბოლურ თანხად გამოაცხადებს, საინიციატივო ჯგუფი დემონტაჟს უსასყიდლოდ მოახდენს.

 

"მიგვაჩნია, რომ მერის განცხადება ქამრების შემოჭერის პოლიტიკის დროს თითქოსდა არამზნობრივ ხარჯებს ვერ გაწევენ ადაკვატურობას არის მოკლებული. თუმცა მისასალმებელია ადგილობრივი ბიუჯეტში ერთი თეთრის დაზოგვაც კი ამიტომ გთხოვთ გამოაცხადოთ ტენდერი სიმბოლურ ფასად და ჩვენ საინიციატივო ჯგუფთან ერთად უსასყიდლოდ მოვახდენთ უკრაინის ამაოხრებლის ძეგლის დემონტაჟს. ამავდროულად იმედს ვიტოვებთ, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა გაგრძელდება"-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1449
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია