დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კურიოზი ვაშინგტონში:კონგრესმენის კორეელი თანაშემწე ქართულად ალაპარაკდა(VIDEO)
2015/03/19 11:24:15

ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე ვაშინგტონში თუქრულ-ამერიკული ფორუმის საზეიმო გახსნაზე მომხდარ კურიოზულ შემთხვევაზე წერს.


,,კურიოზული და მეტად სახალისო ამბავი მოხდა დღეს ვაშინგტონში თურქულ-ამერიკულული ფორუმის საზეიმი გახსნაზე. ოცამდე სენატორი და კონგრესმენი გამოვიდა მისასალმებელი სიტყვით. მათ შორის იყო კორეული წარმოშობის კონგრესმენი კალიფორნიიდან მაიკლ ჰონდა.

 

რომ გაიგო, რომ ქართველი ვიყავი, უცბად, ვიღაცას დაუწყო დარბაში ხმამაღლა ძახილი. თურმე მის თანაშემწეს უხმობდა. მიიყვანა ასევე კორეული შესახედაობის გოგონა ტრიბუნასთან და უთხრა: მიმართე დარბაზს ქართულ ენაზე და მოუყევი რა მაგარია საქართველო და როგორ გიყვარსო.

 

დაიწყო მარა რა დაიწყო. თვითონ თარგმნიდა იქვე თავის სიტყვებს. დახოცა დარბაზი სიცილით.

 

თურმე 2004-2005 წლებში გურიის სოფელში უმუშავია გაეროს მშვიდობის კორპუსში. დღეს კონგრესმენის თანაშემწეა საკანონმდებლო საკითხებში. უეცრად გაპოპულარულებულმა როცა სავიზიტო ბარათები დაარიგა, ორ ენაზე ეწერა, ინგლისურად და ქართულად...

 

გვიან გამახსენდა, რომ ჩამეწერა. ბოლო წამები გადავიღე“ - წერს რომან გოცირიძე.

 

 

წყარო: http://newposts.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2333
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია