დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ლვოვური სირნიკი" - უგემრიელესი დესერტი უკრაინიდან
2015/03/18 16:35:13
ინგრედიენტები:
ხაჭო 1 კგ
კვერცხი 8
1 ლიმონის ცედრა
შაქარი 400 გ
კარაქი 200 გ
ვანილი
მანანის ბურღული 2 ს.კ
ქიშმიში და ნიგოზი (თხილი, ნუში) გემოვნებით
მინანქარი
კარაქი 50 გ
შაქარი 2 ს.კ
არაჟანი 5 ს.კ
კაკაო 3 ს.კ
ხაჭო გაატარეთ საცერში. დაამატეთ კარაქი და ათქვიფეთ. დაამატეთ კვერცხის გულები, შაქარი, ცედრა, ვანილი და მანანის ბურღული. ხელახლა ათქვიფეთ. 

ცალკე ათქვიფეთ  კვერცხის ცილა და ფრთხილად შეურიეთ ხაჭოს მასას. დაამატეთ ქიშმიში და ნებისმიერი სასურველი ნიგვზეული. გადაიტანეთ ცხიმწასმულ მართკუთხა ფორმაში და გამოაცხეთ დაახლოებით 1 საათი 180 გრადუსზე.ზემოდან ოქროსფერი უნდა მიიღოს, მაგრამ თუ ფერი დროზე ადრე იცვალა, ფოლგა დააფარეთ.


"სირნიკი" ფორმიდან მხოლოდ ბოლომდე გაცივების შემდეგ ამოიღეთ. 

მოამზადეთ მინანქარი: შურიეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი და წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე. გააგრილეთ და მოასხით დესერტს. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში 1 ღამით. დილით კი მიირთვით ყავასთან ან ჩაისთან ერთად პირდაპირ მაცივრიდან გამოღებისთანავე.
წყარო: http://www.gemrielia.ge/
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3191
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია