საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სვანურ ქუდს, საკრავსა და სამზარეულოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
2015/03/18 16:27:57

კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანების თანახმად სვანურ ქუდს, საკრავსა და სამზარეულოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

ბრძანებაში მითითებულია, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა უძველესი დროიდან დღემდე საქართველოში გავრცელებულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს, კერძოდ, სვანური ხალხური საკრავის „ჭუნირის“ დამზადების ტრადიციულ მეთოდს; სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგიას; ასევე ეს სტატუსი მიენიჭა სვანური სამზარეულოდან ფეტვიანი ხაჭაპურის, კუბდარის (სვან. კუბედ), სვანური მარილისა და თაშმჯაბის დამზადების ტრადიციულ მეთოდს.

 

წყარო: http://newposts.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია