საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
არ მიირთვათ! - სურსათის ეროვნული სააგენტოს სასწრაფო გაფრთხილება მოსახლეობას
2015/03/18 16:22:30

სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ მიირთვას შპს „რაჭას“, შპს „გიოს“, შპს „პროგრესი ალვანისა“ და შპს „პინოს“  მიერ წარმოებული გაყინული ხინკალი და პელმენი, რადგან მათში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი “ლისტერია მონოციტოგენეზი”, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 

შპს „პინოს“ მიერ წარმოებულ პელმენში აღმოჩენილია ასევე სალმონელა, რომელიც საკვებისმიერი ინფექციური დაავადების – სალმონელოზის გამომწვევია და ადამიანს  სურსათითა და წყლით გადაეცემა; ხასიათდება მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებებით.. სალმონელოზი მიმდინარეობს უპირატესად საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაზიანებით; ახასიათებს გულისრევა, ღებინება, საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, შემცივნება, ტემპერატურის მომატება.

 

შპს „რაჭას“, შპს „გიოს“, შპს „პროგრესი ალვანსა“ და შპს „პინოს“არაგეგმური ინსპექტირების შედეგად საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ. კანონმდებლობის შესაბამისად, მათ დაევალათ, უმოკლეს ვადაში  გამოითხოვონ ბაზრიდან ყველა დასახელებისა და პარტიის სურსათი.

სურსათის ბაზრიდან გამოთხოვასა და განადგურებაზე ზედამხედველობას განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

 

წყარო: http://primetimenews.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2248
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია