დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიმსუქნე - გლობალური გამოწვევა
2015/03/18 15:01:19

სიმსუქნის გლობალური პრობლემა - $2,000,000,000,000 წელიწადში

 

სიმსუქნისპრობლემასისეთივეეკონომიკურიზეგავლენადატვრთიახასიათებს,როგორცომსადათამბაქოსმოხმარებას.

ბოლო პერიოდში სიმსუქნე მხოლოდ მაღალშემოსავალსა და განვითრებულ ქვეყნებს აღარ უკავშირდება. ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის გავრცელებამ ყველა რეგიონში, მათ შორის დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებშიც იმატა. დღესდღეობით ქვეყნების თითქმის ნახევარს ერთდროულად უწევს ებრძოლოს როგორც არასრულფასოვანი კვების, ასევე სიმსუქნის პრობლემას. საინტერესოა, რომ სიმსუქნე და არასრულფასოვანი კვება ხშირად იგივე სოციუმსა და იგივე ოჯახშიც კი გვხვდება.

ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები, მათ შორის შემოსავლის შედარებით ზრდა როგორც ღარიბ, ასევე საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში და გადამუშავებულ პროდუქტებზე შედარებით ხელმისაწვდომი ფასები ცხოვრების წესის, მათ შორის დიეტური ქცევების ცვლილებისა და ფიზიკური აქტივობის გლობალურად შემცირების მიზეზი გახდა.

2000-2013 წლებში სიმსუქნის მაჩვენებელი არც ერთ ქვეყანაში დაკლებულა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით მსოფლიოში დაახლოებით  1.9  მილიონი ჭარბწონიანი ადამიანია, აქედან თითქმის მესამედი მსუქანია.

ეს პრობლემა სოციალურ და ეკონომიკურ ხარჯებს იწვევს და თან ერთვის არასრულფასოვანი კვებისგან გამომდინარე დანახარჯებს, რისი ზიდვაც საზოგადოებას არ შეუძლია.

FAO-ს 2013 წლის საკვებისა და სოფლის მეურნეობის მდგომარეობის ანგარიშიდან  ჩანს, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა სიმსუქნისგან გამოწვეული სოციალური ტვირთი. არაგადამდები დაავადებების ერთიანი ხარჯი კი, სადაც ჭარბწონიანობა და სიმსუქნე წამყვანი რისკ-ფაქტორებია, 2010 წელს დაახლოებით 1.4 ტრილიონ ა.შ.შ. დოლარს შეადგენდა.

ახლახანს მაკინსის  გლობალურმა ინსტიტუტმა სიმსუქნის გლობალური ფასი გამოთვალა. სიმსუქნესთან დაკავშირებული გულ-სისძარღვთა დაავადებების, ჰიპერტენზიის, ინფარქტების, დიაბეტისა და ზოგიერთი სახის სიმსივნის მზარდი რისკის ჩათვლით სიმსუქნის ფასი წელიწადში დაახლოებით  2 ტრილიონი ა.შ.შ. დოლარია, რაც მხოლოდ თამბაქოს მოხმარებასა (2.1 ტრილიონი) და შეიარაღებულ კონფლიქტებს ჩამოუვარდება (2.1 ტრილიონი).

წარმოიდგინეთ, რამდენის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი თუ ეს თანხები შიმშილის, არასრულფასოვანი კვების, საკვები ელემენტების ნაკლებობისა და სიმსუქნის მიზეზების აღმოფხვრას მოხმარდებოდა. აუცილებელია დაფინანსების გაზრდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ზრდა არასრულფასოვანი კვების პრობლემის დაძლევის უფრო დიდი, ახლებური მიდგომის ნაწილი გახდება, უშუალო გამომწვევ მიზეზებს გაცდება და უფრო ფართო სოციალურ-კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განზომილებებსაც მოიცავს.

სწორედ ამგამოწვევაზე იყო საუბარი 2014 წლის ნოემბერში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე კვებასთან დაკავშირებით (ICN2). აქ მთავრობებმა მიიღეს რომ ის დეკლარაცია სრულფასოვან კვებასთან დაკავშირებით და მისი თანმხლები სამოქმედო გეგმა, რითაც ვალდებულება აიღეს მოაგვარონ არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებული პრობლემების ფართოს პექტრი - საზრდოს ნაკლებობა, ზრდის შეფერხება, გაკოტრება, მიკროელემენტების დეფიციტი, სიმსუქნე და მსგავსი არაგადამდები დაავადებები.

ამ ვალდებულებების განხორციელება არასრულფასოვანი კვების მოგვარების გზების მნიშვნელოვან ცვლილებას საჭიროებს. ეს ნიშნავს, რომ შედეგების მოგვარების ნაცვლად უნდა მივმართოთ პრევენციას, ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტის მეშვეობით, რათა უფრო კარგად მოგვარდეს არასრულფასოვანი კვების გამომწვევი ძირეული მიზეზები. ამისათვის ახალი პოლიტიკის, სტრატეგიებისა და პროგრამების შემუშავებაა საჭირო. რამდენიმე იდეა:

უპირველეს ყოვლისა, უნდა გავატაროთ საკვების სისტემის რეფორმები, რათა ყველას მიუწვდებოდეს ხელი უკეთესი ხარისხის საკვებზე. FAO-ს 2013 წლისსაკვებისა და სოფლის მეურნეობის მდგომარეობის ანგარიშმა აჩვენა, თუ რა ზეგავლენა აქვს საკვების სისტემებს საკვების რაოდენობაზე, ხარისხზე, მრავალფეროვნებასა და შემადგენლობაზე და განსაზღვრავს მათ არსებობას, ხელმისაწვდომობასა და რამდენად მისაღებია იგი. საკვების სისტემების რეფორმირება საჭირო ელემენტების შემცველი საკვების ზრდასა და ჯანსაღ დამუშავებას მოითხოვს საჭირო საკვები ელემენტების დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

გარდა ამისა, მომხმარებელს უნდა შეეძლოს ისეთი არჩევანის გაკეთება, რომელიც ჯანსაღ კვების რეჟიმს უწყობს ხელს. ეს, გარდა ერთიანი ეფექტური პოლიტიკისა და სტრატეგიისა, პოლიტიკურ სურვილსა და ვალდებულებასაც მოითხოვს. საჭიროა მეტი ინვესტიცია სრულფასოვანი კვების საგანმანათლებლო პროგრამებში. სკოლებში, სამუშაო ადგილებისა თუ საზოგადოებაში კვების ჯანსაღი რეჟიმი ადვილად მისაწვდომი უნდა იყოს. საჭიროა მომხმარებლის ფორმალური თუ არაფორმალური გზით ინფორმირება მათ მიერ მოხმარებული საკვების შესახებ. ასეთი ინფორმირების ერთ-ერთი გზა შესაბამისი ეტიკეტირებაა.

ასევე, საჭიროა ერთიანი ხედვისა და მრავალპროფილიანი მიდგომის ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს მთავრობას, ფერმერებს, ჯანმრთელობის დაწესებულებებს, საცალო თუ სხვა შესაბამის საჯარო და კერძო სექტორებს, სამოქალაქო საზოგადოებას. არასათანადო კვების, მათ შორის სიმსუქნის სხვადასხვა მიზეზები ეფექტურ კოორდინაციასა და თანამშრომლობას მოითხოვს, ვინაიდან პრობლემის ცალკე, დამოუკიდებლად მოგვარება რომელიმე ერთი სექტორის ან დაწესებულების ძალებს აღემატება. 

საკვებ სისტემებზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენის მიზნით სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებების მომზადებაა საჭირო. საკვების არსებობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით ეფექტურ ვაჭრობას მნიშნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. თუმცა, ასეთმა შეთანხმებებმა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებას არ უნდა შეუშალოს ხელი. ქვეყნების შიდა მეურნეობების სისტემების წარმატება არამხოლოდ ამცირებს ქვეყნის დამოკიდებულებას საკვების იმპორტზე, არამედ ხელს უწყობს კვებითი რეჟიმების უფრო მეტ მრავალფეროვნებას, იცავს საერთაშორისო ბაზრებზე საკვების ფასების ცვლილებისგან და სამუშაო ადგილების ზრდით ამცირებს სიღარიბეს სოფლად.

 

საერთაშორისო კონფერენციამ (ICN2) სხვადასხვა მხარეებს საფუძველი შეუქმნა ერთად შეაჩერონ გლობალური სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის სწრაფადმზარდი პრობლემა. კარგად მუშაობის შემთხვევაშიშედარებით დაბალი დანახარჯითაა შესაძლებელი არასათანადო კვების საკითხის (დაბალკალორიულობიდან სიმსუქნემდე) მოგვარება. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რათა შევაჩეროთ სიმსუქნის ტენდენციები და წარსულს ჩავაბაროთ შიმშილი და არასათანადო კვების ნებისმიერი ფორმა. 

 

 

ხოსე გრაციანო დასილვა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2490
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია