დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან
2015/03/18 14:16:44

2015 წლის 26 თებერვალს, თბილისში, კავკასიის ფრანგულ სკოლაში, საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩის რენო სალენსის მოწვევით გაიმართა შეხვედრა ფრანგული ენის სწავლების და განვითარების ხელშეწყობის ფონდის ბენეფიციარი სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებთან.

 

 

 აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო ფონდის საქმიანობის წარმოჩენა, ბენეფიციარი სასწავლო დაწესებულებების დირექციის და პედაგოგთა გუნდის ჩართულობა პროგრამის წარმატებულად დანერგვაში, ამასთანავე ყურადღება გაამახვილეს ფრანგული ენის სწავლების უპირატესობებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები: მინისტრის მოადგილე - ლია გიგაური, ქეთევან ქურციკიძე- თანაშემწე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხებში. . ჟან-ივლავუარი - ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი იზა ჯინჯიხაძე, ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიუნტერ ბეხლერი, კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორი ტიბო მილიე, საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორები და ფრანგული ენის მასწავლებლები. სსიპ ქ. ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მ. გიორგაძემ ისაუბრა სკოლის ჩართულობის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება. შეხვედრის მასპინძელმა, კავკასიის ფრანგულმა სკოლამ, სტუმრებს კოქტეილის საღამოთი უმასპინძლა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3215
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია