დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უცნაური, მაგრამ უტყუარი ფაქტები ორსულობაზე. ეს ალბათ აქამდე არ იცოდით!
2015/03/17 16:39:28

ნებისმიერი დედა დაადასტურებს, რომ ორსულობა და შვილის გაჩენა – მარტივი საქმე არ არის. დილის გულისრევები, წელის არეში ტკივილები – ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის! 
ორსულობის 9 თვის მანძილზე ქალი ნამდვილ სუპერგმირად ყალიბდება იმის გათვალისწინებით, რისი გადატანაც და გაძლებაც მას უწევს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ღირს იმად, რომ ამქვეყნად მოავლინო ადამიანი. 

მაგრამ მაინც ყველაფერი ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ორსულობას ახლავს ის უცნაური მოვლენები, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ:

1. დღეს დედამიწის ყოველი მესამე მშობიარე ქალი საკეისროს იკეთებს. 10 წლის წინ საკეისრო კვეთის რაოდენობა სამჯერ ნაკლები იყო.
























2. ორსულობის მეორე ტრიმესტრში ჩანასახი დღის განმავლობაში გამოყოფს ერთ ლიტრზე მეტ შარდს, ხოლო შემდეგ კი სვამს მას.
























3. ორსულობის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში საშვილოსნოს ზომა ატმის ზომისგან ნახევარი საზამთროს ზომამდე აღწევს, ანუ 500-ჯერ იზრდება.
























4. როცა ორსულობის ვადა იწურება, ორსული ქალის პლაცენტა დღეში იმაზე მეტ ესტროგენს გამოიმუშავებს, ვიდრე არაორსული ქალის სასქესო ჯირკვლები სამი წლის განმავლობაში.























5. ორგანიზმში დაგროვებული ზედმეტი სითხის გამო ორსული ქალის ფეხი შესაძლოა, მთელი ერთი ზომით გაიზარდოს.


























6. შესაძლებელია, ბავშვი მუცელში დედას მთელი წელი ჰყავდეს. ორსულობის რეკორდული ხანგრძლივობა 375 დღე იყო.

























7. მაღალ ან სრულ ქალებს მეტი შანსი აქვთ, გააჩინონ ტყუპი ბავშვები.





















8. კანის ფერის უმნიშვნელო ცვლილება ორსულობის დროს 90%-ზე მეტ შემთხვევაში ფიქსირდება.























9. ბავშვის თითის ანაბეჭდები ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში ყალიბდება.





























10. ყოველწლიურად სულ უფრო დიდი წონის ახალშობილები იბადებიან. 























11. ორსულობის დროს ქალების სისხლის მიმოქცევა გაძლიერებულია. ამიტომაც ხანდახან ადგილი აქვს ცხვირიდან ან ღრძილებიდან სისხლდენას.





















12. კვლევებმა დაადასტურა, რომ ნაყოფს შეუძლია იგრძნოს იმის გემო, რასაც დედა მიირთმევს. ძლიერმა არომატებმა (მაგალითად, ნივრის) შესაძლოა, შეაღწიოს საშვილოსნოს წყლებში.






















13. უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე მეტი ბიჭი იბადება, ვიდრე გოგო. მიუხედავად ამისა, პლანეტაზე მაინც ქალი უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცი.





















14.   მშობიარობის სტიმულაციის ერთადერთი მეცნიერულად დამტკიცებული მეთოდი არის ძუძუსთავების მასაჟი, ცნობილი, როგორც "კომფორტის ტექნიკა".

























15.  მითი იმის შესახებ, რომ ორსულ ქალებს მომატებული მჟავიანობით თმიანი ბავშვები უჩნდებათ, - სიმართლეა.






















16. ნაყოფი დედის მუცელში იმიტომ კი არ ტირის, რომ ის გაბრაზებულია, არამედ იმიტომ, რომ ემზადება დიდი დღისთვის.






















17. ორსული ან მეძუძური ქალების სარძევე ჯირკვლებს შეუძლია რეფლექსურად გამოჰყოს რძე ნებისმიერი ბავშვის ტირილის დროს.

სულ ეს იყო. ამის მერე, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ადგე და ჩაეხუტო დედას. 

 

 

 

 

 

 

წყარო% http://www.marao.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2060
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია