საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საპარტნიორო ფონდმა კანში წყალტუბოს კურორტის პრეზენტაცია გამართა
2015/03/17 16:36:30

საპარტნიორო ფონდმა კანში კურორტ წყალტუბოს კურორტის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია ყოველწლიური გამოფენა MIPIM 2015-ის ფარგლებში მოეწყო. წყალტუბოს კურორტის განვითარების პროექტი გიორგი დანელიამ წარადგინა. "გამოფენის მონაწილეები ჩვენი ფონდის საქმიანობას პირველად გაეცნენ. ბევრ მათგანს სურს ქვეყანაში ინვესტირება და ჩვენთან პარტნიორობით პროექტების განხორციელება", - განაცხადა გიორგი დანელიამ.

წყალტუბოს სანატორიუმების მნიშვნელოვანი ნაწილი სრულიად უფუნქციოა და დღეს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება, თუმცა სახელმწიფო მათი უმეტესობის პრივატიზაციას გეგმავს. იგეგმება სანატორიუმების: წყალტუბო, მეშახტე, ცისკარი, სტალინისა და ივერიას გასხვისება. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი ბაზრისთვის იქნება გათვლილი წყალტუბოს სანატორიუმები. დღეისათვის წყალტუბოს სტუმრები ძირითადად დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს მოქალაქეები არიან. 

წყალტუბოს ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის განვითარებაც იგეგმებოდა. 

გამოფენის ფარგლებშივე გაიმართა უძრავი ქონების მსხვილი დეველოპერული კომპანიების, საინვესტიციო ფონდების, სამშენებლო კომპანიების, სასტუმროს ოპერატორი კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრები. გამოფენას დაახლოებით 25 000 მონაწილე ესწრებოდა ევროპის, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. საქართველოს მხრიდან, გარდა საპარტნიორო ფონდისა, გამოფენაში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 

წყარო: http://www.tabula.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1535
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია