დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაპოვნია უნიკალური არტეფაქტები - გრაკლიანის აღმოჩენები ისტორიას შეცვლის
2015/03/17 16:26:31
2007 წელს თბილისი-სენაკის გზატკეც­ილზე, იგოეთის მონაკვეთში, გრაკლიანის გორაზე ავტობანის მშენებლობისას არქეოლოგებმა  უნიკალურ მასალებს მიაკვლიეს.  ორი თვის განმავლობაში მოიპოვეს 35 ათასი ექსპონატი. ნაპოვნია ძვ. წ. VIII-I საუკუნეების პერიოდის ასობით სამარხი და ნასახლარი, თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლისა და ოქროს ნივთები, საყო­­ფაცხოვრებო და საბრძოლო დანიშნულების იარაღები და სამკაულები.

მონაპოვართა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვ. წ. IV საუკუნით დათარი­ღებული ოქროსა და ბრინჯაოს დისკოები, რომლებიც არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, ვახტანგ ლიჩელის განმარტებით, ადასტურებს ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვან ისტორიას. 


უცხოური სამეცნიერო წრეებიც აღნიშნავენ, რომ გრაკლიანის არტეფაქტები უნიკალურია. ამიტომაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივაა,  გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს მთავრობამ ეროვნულის სტატუსი მიანიჭოს.
"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ერთ-ერთი მონაკვეთის არქეოლოგიურ კვლევას უშუალოდ დაესწრო და რამდენიმე აღმოჩენის მოწმეც გახდა. ერთ-ერთ სამარხში ბრინჯაოს სამაჯური გამოჩნდა, მოგვიანებით მეორე სამა­რხში ვერცხლის საყურეს გადააცალეს მიწა. თავის ქალას თითქმის უკლებლივ შენარჩუნებული აქვს კბილები. ვერცხლის საყურე კი ემბრიონის ფორმაში გაქვავებულ ნეშტს ყურიდან სახეზე გადავარდნოდა.­ სამარხი ქალის იყო. იქვე დაესაფლავებინათ­ კაცი და ცხენი. ერთ-ერთ სამარეში ულამაზესი მცენარეული ორნამენტებით შემკული ოქროს პატარა დისკო აღმოაჩინეს.


ვახტანგ ლიჩელი: "ეს არის 2400 წლის ნივთი, ინსიგნია, მფლობელის სოცია­ლური სტატუსის მანიშნებელი. ოქროს დისკო აქვეა დამზადებული, ანუ მაშინდელი საზო­გადოება შესანიშნავად ფლობდა ბრინჯაოზე ოქროს გადაკვრის ტექნოლოგიას, რომ აღარაფერი ვთქვათ ორნამენტული მოხატვის ხელოვნებაზე. ეს ტრადიცია ძვ. წ. XVI საუკუნიდან მოდის, ადრინდელი ექსპონატები ასეთი მაღალი დონის არ ყოფილა. მისი მფლობელი,­ 60 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, წარჩინებული პირი იყო, ჰქონდა ადმინისტრაციული თანამდებობა. 

გრაკლიანში, კავკასიაში პირველად აღმოჩნდა იურიდიული დოკუმენტების საბეჭდავები, რომლებიც სამხრეთ მესო­პოტამიაში,­ ურუქშია დამზადებული. ეს იშვიათი ექსპონ­ატები მხოლოდ უმაღლესი რანგის მუზეუმებს _ ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმსა და ლუვრს ამშვენებს.

ეს არის 6000 წლის წინა­ნდელი ნივთ­ები, რომელიც ჯერ კიდევ დამწერლობის ჩამოყალიბებამდე გამოიყენ­ებოდა სხვა­დასხვა დოკუმენტის ნამდვილობის­ დასა­დასტურებლად. სავარაუდოდ, სავაჭრო ურთიერთობის დასარეგულირებლადაც. ასეთი­ რამ მხოლოდ სამხრეთ მესოპოტამიაშია აღმოჩენილი. უფრო გვიან ნახეს ანატოლიაში, აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე, მერე კი გავრცელ­ებას იწყებს­ დასავლეთ რეგიონებში. როგორც ჩანს, ეს ნივთები პირდაპირი ურთიერთობის­ წყალობით მოხვდა ჩვენთან. აღმოჩენილია იმ ადამიანების ჩონჩხებიც, ვინც მათ იყენე­ბდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქაურ საზოგადოებას განვითარების მაღალი დონე ჰქონდა, ცნობდა იურიდიული შეთანხმების ძალას. 

ვიპოვეთ ორმაგპროტომიანი (პროტომა - ცხოველის ან მითოლოგიური ცხოველის სხეულის წინა ნაწილის (ტანი, სახე, თავი) გამოსახულება. ანტიკურ სამყაროში ხშირად გამოსახავდნენ კოლონებზე, ფასადებზე, ჭურჭელზე.) ქანდაკებით შემკული საკურთხეველი, რაც წინ უსწრებს აქამდე ცნობილ ყველა ორმაგპროტომიან ქანდაკ­ებას როგორც ანატოლიის ტერიტორიაზე, ისე კონტინენტურ საბერძნე­თსა და დასავ­ლეთ საქართველოში. ეს ყველაზე ძველია, რამაც ძალიან ბევრი ისტორიული თეორია შეცვალა".

გრაკლიანის გორის არქეოლოგიური შრეების ქრონოლოგიური დიაპაზონი შთამბეჭდავია, მოიცავს ამ ტერიტორიაზე ადამ­იანის განსახლების 1,5-2 მლნ წლის ისტორ­იას. აქ მოპოვებული უძველესი მასალები ქვის ხანის ოლდუვაი-დმანისის პერიოდს განეკუთვნება. ამ ხანიდან მოყოლებული, ათასწლეულების მანძილზე, გრაკლიანის გორა ათვისებული იყო საცხოვრებლად და სამეურნეო საქმიანობისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვ. წ. V-IV საუკუნეების მთლიანი არქიტექტურული ფორმები და დასახლება, რომელსაც ანალოგი არა აქვს არათუ საქარ­თველოში, მსოფლიოშიც. გრაკლიანის არქეოლოგიური აღმოჩენის შედეგად ვეცნობით­ აქამდე უცნობ, მაღალგანვითარებულ კულტურას. აღსანიშნავია, რომ ამდროინდელი, ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანების, აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის შესახებ პირველად ვიღებთ ინფორმაციას. აქ ცხოვრობდა ეკონომიკურად და კულტურულად უაღრესად დაწინაურებული საზოგადოება, რომელსაც ინტენსიური სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა იმდროინდელი ცივილიზაციის ყველა ცენტრთან.  

ვახტანგ ლიჩელი: "აქამდე მიიჩნეოდა, რომ ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეებში ქართლი ეკონომიკურად დაკნინებული­ და კულტურულად დეგრადირებული რეგიონი იყო. გრაკლიანის აღმოჩენებმა დაად­ასტურა სრულიად საპირისპირო ფაქტი. ჩანს კავშირები სამხრეთ მესოპოტამიასთან, ურარტუსთან, აქემენიდურ ირანთან... ჩანს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ადაპტირებ­ული აქვს იმ პერიოდის ყველა ტექნოლოგ­იური ინოვაცია და კულტურის ელემენტი. ექსპონატებს შორის უამრავია განსაკ­უ­თ­­რებით გამორჩეული. მათ შორის არის უნიკალური, მხატვრული დეკორით შემკული­ საკრალური ღუმელი, რომელსაც ანალოგი არა აქვს მსოფლიოში.  

გასულ წელს გრაკლიანის გორა დაათვალიერა ICCROM-ის (კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი) გენერალურმა დირექტორმა სტეფანო დე კარომ. მისი თხოვნით ძეგლი საერთაშორისო ელქტრო­ნულ ბაზაში შევიტანეთ. ამიერიდან ამ ქსელში შევიტანთ ყველა მაღალი სამეცნიერო ღირებულების ძეგლს".
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3738
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია