დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პუტინი გამოჩნდა. მისი პირველი კომენტარი: „ჭორების გარეშე მოსაწყენი იქნებოდა“(FOTO)
2015/03/16 15:42:20

სანკტ-პეტერბურგში 16 მარტს, დღისით, დაიწყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ყირგიზეთის მეთაურის ალმაზბექ ატამბაევის შეხვედრა. ეს საკმაოდ რიგითი შეხვედრა რუსი და უცხოელი ჟურნალისტების დიდ ყურადღებას იმით იპყრობდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ტელეობიექტივის წინ თითქმის კვირაზე მეტია არ გამოჩენილა. პრეზიდენტის ასეთი ხანგრძლივი გაუჩინარებამ საზოგადოებაში უამრავი ეჭვი და მითქმა-მოთქმა გააჩინა, მათ შორის პუტინის ავადმყოფობის თაობაზე.

 

შეხვედრის დაწყებამდე პუტინი და ატამბაევი გამოვიდნენ ყურნალისტებთან ფოტოსურათის გადასაღებად. სოც-ქსელებში უკვე გამოჩნდა ორი ქვეყნის ლიდერის რამდენიმე ფოტო. თავად ვლადიმერ პუტინმა კი საკუთარ გაუჩინარებაზე იხუმრა.  „ჭორების გარეშე მოსაწყენი იქნებოდა“ - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა მისი ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობაზე კომენტირებისას, იტყობინება „რია ნოვოსტი“.

 

ერთი დღით ადრე ტელეარრხმა „Дождь“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი გრიპის ვირუსითაა ავად, ხოლო მისმა პრემ-მდივანმა დიმიტრი პესკოსმა ამ თემაზე კომენტარისაგან თავი შეიკავა. ასევე ერთი დღით ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს ზურგის ტკივილები აწუხებს და მოსკოვში რეაბილიტაციის კურსს გადის.

 

რაც შეეხება ორი ქვეყნის დღევანდელ  შეხვედრას, პუტინი და ატამბაევი გეგმავენ  თანამშრომლობის გაღრმავების თემის განხილვას. „მოლაპარაკებების დღის  წესრიგში შედის რუსულ-ყირგიზული ურთიერთობების შემდგომი გამყარების საკვანძო საკითხების  განხილვა. პირველ რიგში სავაჭრო-საინვესტიციო და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე ენერგეტიკის სფეროში“, - ნათქვამია კრემლის ოფიციალური ვებ-გვერდზე.

 

(თარგამანი(

 წყარო: http://newsru.com/ 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2430
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია