დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ჟვანიას საქმის ექსპერტი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
2015/03/16 14:55:47

საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 


მხარეებს განაჩენთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინები ქონდათ. 


დაცვის მხარე ელოდებოდა, რომ ლევან ჩაჩუას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა. როგორც ჩაჩუას ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებდა, საქმეში არ არსებობს არც ერთი მოწმე და არანაირი მტკიცებულება, რომელიც ჩაჩუას რაიმე დანაშაულზე მიუთითებს. ადვოკატი სწორედ აქედან გამომდინარე ვარაუდობდა, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაცვის მხარე განაჩენს საპელაციო წესით გაასაჩივრებდა.


პროკურორი რევაზ ნადოი კი აცხადებდა, რომ მან ბრალდებულის საბოლო სიტყვაში რაიმე არსებითი ვერ მოისმინა. მისი შეფასებით, საბოლოო სიტყვა ემოციებზე იყო აგებული. რაც შეეხება განაჩენს, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდების მხარეს სასამართლოში წარდგენილი აქვს ისეთი მტკიცებულებები, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ ლევან ჩაჩუას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.
ლევან ჩაჩუა პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

 

წყარო: http://www.interpressnews.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1748
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია