დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართულ ეკონომიკაში ამერიკული ინვესტიციების მოცულობა 78%–ით გაიზარდა
2015/03/16 11:36:05

ეკონომიკაში ამერიკული ინვესტიციების მოცულობა იზრდება. 2014 წელს ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან 80 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 78%–ით აღემატება 2013 წლის მონაცემს და ამავდროულად, 4–წლიან მაქსიმუმზეა.

 

„საქსტატის“ მონაცემებით, 2010 წელს საქართველოში 136 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, 2011 წელს – 28 მლნ აშშ დოლარი, 2012 წელს – 20 მლნ აშშ დოლარი, 2013 წელს – 45 მლნ აშშ დოლარი.

ამერიკა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულშია და 6%–იანი წილით მას მეექვსე ადგილი უკავია.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-დან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი 5 ეკონომიკურ სექტორზე მოდის: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა, უძრავი ქონება.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2014 წელს 39%-ით გაიზარდა და 1,272 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.  

ინვესტორ ქვეყნებს შორის, პირველ ადგილზეა ნიდერლანდები 26%–იანი წილით, სექტორებს შორის კი ყველაზე დიდი კაპიტალი, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და მისი 27%–ს შედგენს.

 

წყარო: http://www.bpi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2254
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია