საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ვანუატუს დედაქალაქი განადგურებულია
2015/03/16 10:44:33

ქარიშახლმა "პემმა" ვანუატუს დედაქალაქი დაანგრია. BBC-ის ინფორმაციით, პორტ-ვილას შენობების 90% დანგრეულია. დაღუპულთა შესახებ ზუსტი მონაცემები არ არის. სხვადასხვა ინფორმაციით, დაღუპულია 8-დან 44 ადამიანამდე. მაშველების ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქვეყანა ძირითადად, კუნძულებისგან შედგება, არსებობს საშიშროება, რომ გარდაცვლილთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, როცა ყველა კუნძულთან კონტაქტის დამყარება მოხდება.


ათასობით ადამიანი დროებითი მოთავსების ბანაკებშია გადაყვანილი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 


ვანუატუს კუნძულებთან მიახლოების მომენტში ქარიშხლის სიძლიერე მაქსიმალურად 5 ბალით ფასდებოდა. ქარის სიჩქარემ "პემის" მოქმედების ზონაში 270 კილომეტრ-საათი შეადგინა. 

 

წყარო: http://www.interpressnews.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1419
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია