საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დამწყები მეწარმეების ყველაზე სულელური შეცდომები
2015/03/15 10:01:44

თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ თქვენი ცხოვრების დონე, ეს სტატია წაიკითხეთ. თქვენ ყოველთვის გაქვთ არჩევანი და შესაძლებლობა რაღაც შეცვალოთ.


 

1. 50-ფურცლიანი დეტალური ბიზნეს-გეგმის დაწერა. 


ნუ დახარჯავთ ამისთვის თქვენს ძვირფას დროს! ერთადერთი, რაც უნდა იცოდეთ, ეს არის - საიდან და როგორ მოვა ფული და სად და რამდენი გავა. თავიდან საკმარისზე მეტია. 



2. ბიზნესის დაწყების პირველივე წელს კრედიტის აღება. 


ამ ფულის გაფლანგვის შანსი პრაქტიკულად 100%-ია. თუ თქვენ ადრე არ გქონიათ ბიზნესთან შეხება - ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ იცით  ბიზნესის კეთება. რა თქმა უნდა ისწავლით, მაგრამ მოგვიანებით. მანამდე კი კრედიტი გექნებათ გადასახდელი. 


3. პრიორიტეტების არასწორად დაყენება  


ოფისი, ლამაზი ავეჯი, საფირმო სტილი - ყველა ეს ნივთი არის ის, რასაც არ მოაქვს ფული, პირიქით, გააქვს. გააცნობიერეთ ყველაზე მთავარი

- ბიზნესი იწყება გაყიდვებით და არა სავიზიტე ბარათზე წარწერით „გენერალური დირექტორი“. 


4. პირველ რიგში იურიდიული პირის რეგისტრაცია  

 

დარეგისტრირდით მოგვიანებით, როცა მიხვდებით, რომ გაყიდვების საქმე კარგად მიდის, რადგან თუ გაყიდვების საკითხი მოუგვარებელია, აზრიც არ აქვს იურიდიული პირის რეგისტრაციას. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ იურიდიული პირის რეგისტრაცია მხოლოდ საკუთარ თავთან რაღაცის მტკიცებაა. თქვენ ფაქტიურად ვერ იწყებთ მუშაობას, სანამ დოკუმენტების მოწესრიგებასთან და

რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები მიმდინარეობს. ბიზნესში შეჩერება კი - სიკვდილია. 


5. „სუპერ მეგა ინოვაციური საქონლის“ გაყიდვის მცდელობა, რომელზეც არავის არაფერი სმენია და არავის უნახავს.  


გახსოვდეთ, ის, რის შესახებაც არავის სმენია, არც არავის სჭირდება. რა თქმა უნდა ინოვაციებს სრული უფლება აქვთ იარსებონ ბაზარზე, მაგრამ მათთვის საჭიროა ორი მნიშვნელოვანი რამ, რაც ჯერ თქვენ არ გაქვთ: ფული და გამოცდილება. პირველი ბიზნესი უნდა იყოს იმ ნიშაში, რაც მოთხოვნადია მომხმარებლებში. 



6. კონკურენტების შიში

 

დიდი სისულელეა. კონკურენტების არ უნდა გეშინოდეთ, ისინი უნდა გიყვარდეთ. თუ თქვენს ნიშაში არიან კონკურენტები, მაშინ თქვენ

ზუსტად იცით, რომ ის მოთხოვნადია - ეს ერთი. თქვენ შეგიძლიათ გააანალიზოთ მათი მომსახურებები და საქონელი, გაიგოთ რით

ცხოვრობს და რას გთავაზობთ ბაზარი - ეს ორი. თქვენ შეგიძლიათ მათგან შეუფასებელი იდეები და გამოცდიელბა მიიღოთ - ეს სამი. და

ბოლოს, კონკურენტები მუდმივად გაიძულებენ განვითარდეთ და სრულყოფილი გახდეთ. 



7. განსხვავებულობის არ ქონა

 

დიახ, კონკურენტებს არ უნდა შეუშინდეთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეგიძლიათ არ იყოთ მსგავსი. ზუსტად იგივეს გაყიდვა, იგივე ფასად და იგივე პირობებით მხოლოდ და მხოლოდ გაგაკოტრებთ. ამაში კი თავად იქნებით დამნაშავე. შუალედურისთვის ბაზარზე ადგილი არ არის. 



8. უხარისხო საქონლის შეთავაზება

 

შეგიძლიათ თქვენი საქონელი დედას ან საყვარელ ადამიანს აჩუქოთ? არ შეგრცხვებათ ამის? ბიზნესი, რომელიც აგებულია შუალედურ

გაყიდვებზე, თავადაც შუალედურია. იმუშავეთ ხარისხზე! 



9. იმაზე ფიქრი, რომ თქვენი საქონელი „ყველას სჭირდება“


სამწუხაროდ ის, რაც თქვენი აზრით „ყველას სჭირდება“, ფაქტიურად არავისთვის არ იქნება საჭირო და ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს - თქვენი მხრიდან კლიენტების მოთხოვნების სრული არცოდნას. შეუძლებელია გაყიდვა, როცა არ იცით ვის უნდა მიყიდოთ. საბავშვო სათამაშოების გაყიდვისას, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ კლიენტი ბავშვი კი არ არის, არამედ მისი მშობელი და მთელი თქვენი სარეკლამო კამპანია ორიენტირებული უნდა იყოს მათზე.  


10. ყველაფრის თავად კეთება


გაიხლიჩებით. ასევე მომენტალურად მიაღწევთ ფინანსურ ზედა ზღვარს, რომლის გარღვევასაც ფაქტიურად ვეღარ შეძლებთ. დიახ, დელეგირება რთულია და ვერც ვერავინ გააკეთებს თქვენზე უკეთესად, მაგრამ ყველაფრის თავად კეთებით თქვენ საკუთარი ხელით მოახრჩობთ ბიზნესს, საკუთარ თავს კი საავადმყოფოს საწოლს მიაჯაჭვავთ. 

 

წყარო: commersant.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია