დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ღია კარის დღის“ კვირეული მე-40 საჯარო სკოლაში
2015/03/12 18:20:10

ღია კარის დღისფარგლებში N40 საჯარო სკოლაში რამდენიმე საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

 

სკოლის 2 ა კლასში (მასწავლებელი: მარინამაღლაკელიძე) ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის თემა: „გაზაფხული მოვიდა“. გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ქალბატონი ლია კუხიანიძე, დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში - ია ჩინჩალაძე, მასწავლებლები: ცისმარი ვარდოსანიძე, ინგა მეტონიძე, ნათიაჟორჟოლიანი და 2 კლასის მოსწავლეთა მშობლები.

 

   
   

 

 

***

2 გ კლასში (მასწავლებელი: ნათია ჟორჟოლიანი) ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: „ცისარტყელა“. ინტეგრირებული საგნები: ბუნება, ხელოვნება, მუსიკა (მასწავლებელი - ქეთევან გედენიძე).

 

გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა აქტივობები: ჯგუფური, წყვილებში და ბუკებში მუშაობა. გაკვეთილის ბოლო ნაწილში მოსწავლეებმა ფერადი ფურცლებით შექმნეს ცისარტყელას იმიტაცია.

 

გაკვეთილს ესწრებოდნენ:  სკოლის დირექტორი ქალბატონი ლია კუხიანიძე, დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში - ია ჩინჩალაძე, მასწავლებლები დამოსწავლეთა მშობლები.

 

 

 

***

2 ბ კლასში (პედაგოგი: ციალა ჟღენტი) ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილის თემა იყო: ჯამის გამოთვლების წესის გამოყენება. ორნიშნა რიცხვზე ერთნიშნა რიცხვის გამოკლება. მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და დამსწრე საზოგადოება ძალზედ ნასიამოვნები დატოვეს.

 

გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ქალბატონი ლია კუხიანიძე, დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ქალბატონი ია ჩინჩალაძე, მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები.


 

 

 

 

 

 

***

ღია კარის დღის“ ფარგლებში 4ა  კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილის თემა იყო „ნაშთით გაყოფა“. მიზანი ა)ნაშთით გაყოფის შესწავლა ბ)გასაყოფის პოვნა ნაშთით გაყოფისას  გ)ნაშთით გაყოფის თავისებურებანის გაცნობა და მისი განსხვავება სრული გაყოფისგან.

 

ბავშვებმა შეძლეს დასახული მიზნების განხორციელება. გაიგეს თუ რას ნიშნავს ნაშთით გაყოფა, განასხვავეს სრული და არასრული გაყოფა ერთმანეთისგან. გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ქალბატონი ლია კუხიანიძე, სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში ქალბატონი ია ჩინჩალაძე, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია