დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია შშმ პირების განათლებას აფინანსებს
2015/03/12 11:50:49

ს. ხ.–ს ა  და  გ.ბ.–ს  ბუღალტრული კურსებზე სწავლის გადასახადის დიდ ნაწილს ქუთაისის ადგილობრივი ბუუჯეტი  გადაიხდის.  ეს გადაწყვეტილება ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ პირადად მიიღო. 

 

შოთა მურღულია, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი: „შშმ პირების ინტეგრაცია   ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, თუმცა, არსებობს რიგი პრობლემები, მაგალითად ინფრასტრუქტურული ან განათლების მიმართულებით, რაც  ხელს უშლის მათ  სრულფასოვან ინტეგრაციას. 

 

შშმ პირთა საკითხები  არის  ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი,  ამიტომაც ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, შევქმნათ ადაპტირებული გარემო და ასევე  ხელი შეუწყოთ  მათ პროფესიულ განათლებას. სწორედ ამ პრიორიტეტიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, ორი შშმ პირისთვის საბუღალტრო კურსების სწავლის გადასახადის თანადამფინანსებლები ვყოფილიყავით.“

 

სწავლის გადასახადის თანხის მოძიებაში შშმ პირებს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, შშმ პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირების საპილოტე პროგრამის ფარგლებში,  დაეხმარა.

 

ლიკა კილაძე, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორი: „ბატონ შოთა მურღულიასთან თანამშრომლობა შშმ პირთა საკითხებთან დაკავშირებით ძალიან კომფორტულია. მას კარგად ესმის ის საჭიროებები, რომლებიც დღეს შშმ პირთა წინაშე დგას, ამიტომაც დაუფიქრებლად გავუკეთეთ რეფერირება ბუღალტრული კურსებით დაინტერესებულ პირებს მერიაში.

 

სწავლის კურსის დასრულებისთანავე ჩვენ ორივე მათგანთან აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას დასაქმების მიმართულებით. უკვე ერთმა კომპანიამ გამოთქვა მზაობა და ინტერესი კურსდამთავრებულის დასაქმებისთვის. ‘’

 

შშმ პირები ბუღალტრულ კურსებს „BAC-ის ბიზნეს აკადემიურ ცენტრში გადიან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2571
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია