დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დისკუსია მედიის მნიშვნელობაზე
2015/03/11 14:29:45

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა კულაშის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის მომავლის ხმა ფარგლებში, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა თემაზე „თავისუფალი მედია“.

 

შეხვედრაში კლუბის წევრებთან ერთად სკოლის დირექცია, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სოფელ კულაშის მაჟორიტარი დეპუტატი იმედა გოგავა მონაწილეობდნენ. დისკუსიას უძღვებოდა გაზეთ სამტრედიის მაცნეს ჟურნალისტი ნათია ნაცვლიშვილი.

 

დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს მედიის როლსა და მედია დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე დემოკრატიის განვითარების პროცესში.

 

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ორგანიზაცია PH International –ის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)) დაფინანსებით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2273
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია