დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში „იმერულ ოდას“ მხოლოდ თავშეყრის "კანტორის" დანიშნულება ექნება“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/03/11 13:49:26

მთავრობის მიერ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა კრიტიკის მიზეზი ხდება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებლები აცხადებენ, ქამრების შემოჭერა კარგია, თუმცა, ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის დასაზოგად  შერჩეული პრიორიტრეტები არ არის საკმარისი. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბიუჯეტის დაზოგვა მხოლოდ მანქანების არ შეძენით არ უნდა მოხდეს, არამედ ეს ყველა სფეროს უნდა შეეხოს.


"ქუთაისის მერიის კუტურის სამსახურის ბიუჯეტი 7 739 000 ლარია. აქედან 850 000 ლარი კულტურული ღონისძიებებისთვის, 35 000 ლარი კი ლიტერატურის განვითარებისთვის არის განკუთვნილი. კარგია ლიტერატურის განვითარება, მაგრამ თუ რაიმე ლიტერატურული ღონისძიებაა დაგეგმილი, ამისთვის არსებობს მწერალთა სახლი და მოსწავლე ახალგაზრდობის  პარკში „ლიტერატურული სარდაფის“ გახსნა საჭირო აღარ იყო. არამიზნობრივად იხარჯება თანხები პარკის შემოღობვაზეც. პარკის დირექტორს, გიზო თავაძეს კი წელიწადში ბიუჯეტის ხარჯზე 2-3 წიგნის უფინანსებენ. მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი არაა გამონაკლისი. ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მშენებარე „იმერული ოდა“, რისთვისაც 42 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა, არის ბიუჯეტის ფლანგვა, რადგან ბაღში მდებარე ამ ოდას, გარდა თავშეყრის კანტორისა  და კარგი  მოლხენის ადგილად ქცევისა, არავითარი დანიშნულება არ ექნება. მივმართავთ ხელისუფლებას, შეამციროს თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და მხოლოდ მანქანების შეძენა კი არ შეამციროს, არამედ თანხის დაზოგვა ყველა სფეროში მოხდეს“- აღნიშნა გია გოქაძემ.

 

P.S. ჩვენ შევეცდებით, მალევე მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად კრიტიკის ობიექტები: კულტურის სამსახური, მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკისა და ბოტანიკური ბაღის დირექტორები. 

                

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2242
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია