დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საბერძნეთში 10 ქართველი მძარცველი დააკავეს, მათ შორის 4 ქალი (9 ფოტო)
2015/03/11 13:20:43

საბერძნეთის პოლიცია 25 თებერვალს დაკავებული ათი ქართველის ვინაობას და ფოტოებს ასაჯაროებს. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება. 



დაკავებულები ქურდობასა და ძარცვაში არიან ბრალდებულები. დაკავებულ ქართველებს შორის ოთხი ქალია, ექვსი კი მამაკაცი, რომელთაგან ერთი სპორტსმენია, მოჭიდავე ავთანდილ ხანთოპულოსი. 



გამოძიების ინფორმაციით, ქალი ბრალდებულები საბერძნეთის ატიკას რეგიონში სახლებში მომვლელებად მუშაობდნენ, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებს სახლის და მათი ქონების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ. მამაკაცები კი შემდეგ სახლებს ძარცვავდნენ. 

 


წინასწარი გამოძიებით, გამოვლენილია მინიმუმ ორი ქურდობის შემთხვევა, რა დროსაც ძარცვაში მონაწილეები საძილე საშუალებებს იყენებდნენ. ერთ-ერთი ქურდობის ფაქტი 2015 წლის 19 იანვარს მოხდა, კერძოდ, მძარცველებმა 74 წლის მოხუცის სახლიდან 3 600 ევრო მოიპარეს. ძალადობის და მუქარის გამოყენებით, გაქურდეს კიდევ ერთი 83 წლის მოხუცი ქალაქ მარუსიშიც, საიდანაც 2 000 ევრო წაიღეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: http://www.ambebi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3946
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია