არსებობენ ფილმები, რომლებიც დაგვაფიქრებენ ან რომლებსაც ვნახავთ და დაგვავიწყდება. მაგრამ არსებობს კიდევ ფილმები ქალებისთვის. ვერ დაიჯერებთ, მაგრამ ყველა არ არის სიყვარულზე.
La mome / ცხოვრება ვარდისფერ ფერებში
კადრი ფილმიდან: ცხოვრება ვარდისფერ ფერებში
ედიტ პიაფის ცხოვრების ყოველი დღე შერკინებას გავდა. მას უხდებოდა ბრძოლა არსებობისთვის, სიმღერისთვის და სიყვარულისთვის. პარიზის ღარიბი უბნიდან მან შეძლო ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზებამდე მიღწევა და მოყვარულთა გულების დაპყრობა. მისი მეგობრები მაშინდელი ცნობილი სახეები იყვნენ - ჟან კოკტო, მარლენ დიტრიხი, მარსელ სერდანი.
G.I. Jane / ჯარისკაცი ჯეინი
კადრი ფილმიდან: ჯარისკაცი ჯეინი
ლეიტენანტი ჯორდან ო`ნილი პირველი ქალია, რომელმაც სამხედრო მომზადება უნდა გაიაროს, ფლორიდაში, 'კატალანოს' ცენტრში, ელიტური პროგრამით. აშშ-ს სპეცდანაყოფების საუკეთესო წარმომადგენლები ამ ცენტრში იგზავნებიან მომზადების გასავლელად, მაგრამ მათგან 60 პროცენტი ამ ჯოჯოხეთს ვერ უძლებს. ეს არის გადარჩენის და განადგურების სკოლა.
Mona Lisa Smile / მონა ლიზას ღიმილი
კადრი ფილმიდან: მონა ლიზას ღიმილი
1953 წელი. ამერიკაში ქალები თავისი უფლებების დასაცავად ბრძოლობენ, და ამ დროს კეტრინ ენ უილისი, ბერკლის ყოფილი სტუდენტი, ღებულობს ხელოვნების ისტორიის მასწავლებლის ადგილს ქალთა კოლეჯში უელესლიში. თუმცა ხელმძღვანელობაში და მასწავლებელებში პატრიალქალური შეხედულებები დომინირებენ მსოფლიოში ქალის როლთან დაკავშირებით.
Million Dollar Baby / გოგონა მილიონად
კადრი ფილმიდან: გოგონა მილიონად
ფრენკ დანისთვის – მწრთვნელს ბოქსში არც ისე წარმატებული ცხოვრების პერიოდი გადააქვს. თავის ქალიშვილთან რთული ურთიერთობების გამო ის დიდი ხნის მანძილზე არ აძლევდა თავს უფლებას ვიმნეს მიჩვეულიყო, კვლავ დაკარგვის გემოს გრძობის შიშით. თუმცა ყველაფერი იცვლება, როდესაც მის სავარჯიშო დარბაზში მეგი გამოჩნდება. მოვლენების ჩქარ დინებაში ორივე მიხვდება, რომ ერთი და იგივე მიზანი ამოძრავებთ: წარსულის დავიწყება და ოჯახის შეძენა. წინ მათ ცხოვრების ყველაზე მთავარი ბრძოლა ელით, რომლისთვისაც მათ თავის გულებში იმდენი მამაცობის შეგროვება დასჭირდებათ, რამდენიც ადრე არც კი წარმოედგინად.
Devil Wears Prada / ეშმაკი ატარებს პრადას
კადრი ფილმიდან: ეშმაკი ატარებს პრადას
ანდრეა გულუბრყვილო პროვინციელი გოგონაა, ის ნიუ-იორკში ჩამოდის და მოდური ჟურნალის რედაქტორის მოადგილედ იწყებს მუშაობას. მისთვის სამსახური მალე აუტანელ ჯოჯოხეთად იქცევა....
Revolutionary Road / ცვლილებათა გზა
კადრი ფილმიდან: ცვლილებათა გზა
ფილმის მოქმედება 50–ნი წლების შუალედში ვითარდება და მისი მთავარი გმირები – პროვინციული ოჯახის წევრები არიან.ფრენკი და ეიფრილი დანარჩენ ოჯახის წევრებისგან განსხვავდებიან და პარიზში ცხოვრების დიდი სურვილი აქვთ.მაგრამ მეუღლეებს ბედისწერა არასასიამოვნო სიურპრიზების რიგს უმზადებს
The Queen / დედოფალი
კადრი ფილმიდან: დედოფალი
განხილვა მის აღმატებულება ელისაბედ II-სა და პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს შორის. პრინცესა დიანას ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ისინი სცდილობდნენ სამეფო კარის პირადული ტრაგედიის და საზოგადოების სურვილის - გლოვის გამოჩენის სამეფო ოჯახის მახრიდან შორის კომპრომისი მოეძებნათ
Erin Brockovich / ერინ ბროკოვიჩი
კადრი ფილმიდან: ერინ ბროკოვიჩი
შესანიშნავი, ამაღელვებელი და წარმტაცი ისტორია ერინ ბროკოვიჩზე, მარტოხელა ქალზე სამი ბავშვით, რომელსაც ცხოვრება არც ისე ანებივრებდა ნათელი დღეებით. ასეთებისთვის, როგორც ერინი, არ არსებობს კარიერული ზრდის შესაძებლობა, სამაგიეროდ არის მხოლოდ მშვიდი სამუშაო პატარა იურიდიულ ფირმაში. მაგრამ თავის თავში დარწმუნებულ ლამაზმანში, რომელიც იმას ამბობს რასაც ფიქრობს, საკმარისია ერთი პატარა შანსიც კი იმისათვის, რომ კარდინალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება. სილამაზე და მომხიბვლელობა ეხმარება მას უნახავი წარმატების მიღწევაში, მაგრამ ახლა ერინს დასჭირდება უზარმაზარი გამბედაობა, იმისათვის რომ საუკუნის უმნიშვნელოვანესი საქმე ბოლომდე
Frida / ფრიდა
კადრი ფილმიდან: ფრიდა
ფრიდა იყო 20 წლის, როდესაც ცოლად გაყვა მექსიკის ყველაზე ცნობილ მხატვარს დიეგო რივერუს, არც ისე ახალგაზრდას, მდიდარს და გარყვნილს. გავა მხოლოდ რამოდენიმე წელიწადი, და ის პარიზს დაიბყრობს, როკფელერთან სკანდალზე კი ყველა ამერიკული გაზეთი დაწერს! მათი მრავალრიცხოვანი სასიყვარულო რომანი არ შეუშლიან მათ ხელს მსოფლიოს დაბყრობაში, ერთმანეთის დარბევას კი შეძლებენ?
Frida / ჭამე,ილოცე,შეიყვარე
კადრი ფილმიდან: ჭამე,ილოცე,შეიყვარე
გათხოვილი ქალი ელიზაბეტ გილბერტი ერთ მშვენიერ დღეს მიხვდება, რომ არ ცხოვრობს ისეთი ცხოვრებით, რომელზეც ოცნებობდა. განქორწინების შემდეგ ის მოგზაურობაში მიდის, რომელიც დაეხმარება მას საკუთარი თავის ამოცნობაში.
წყარო: http://lifeon.ge/