საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კონცერტი ანშლაგით და ორი საათის დაგვიანებით(Foto)
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/03/11 12:25:05

ზუსტად ათი წლის წინ ჭიათურაში მამუკა ცერცვაძის მიერ ჩამოყალიბდა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფესვები“.


10 მარტს ჭიათურის კულტურის ცენტრში ანსამბლის საიუბილეო საღამო გაიმართა. დაგეგმილი  ღონისძიება ტექნიკური ხარვეზის გამო დაახლოებით ორი საათის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა მაყურებელთა აბსოლუტური უმრავლესობა მაინც დაესწრო 23 შემოქმედებითი ნომრისგან შემდგარ კონცერტს. აღმოჩნდა, რომ კონცერტზე დასწრების მსურველთა ოდენობა ბევრად აღემატებოდა დარბაზის ტევადობას.


ღონისძიება მიჰყავდა ზაზა ალექსიძეს, საკონცერტო ნომრებს შორის შესვენების დროს ქართული ქორეოგრაფიის გრანდები მიესალმნენ დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნეს „ფესვების“ მიღწევები.


საქართველოს სახალხო არტისტის, ომარ მხეიძის, სიტყვით ქართული ცეკვა ეროვნული თვითმყოფადობის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია და მას მოფრთხილება და დაცვა სჭირდება, რასაც ანსამბლი „ფესვები“ კიდეც ახორციელებს.


ორსაათიანი საკონცერტო პროგრამაში ქართული ცეკვების  ტრადიციული ელემენტების გარდა იყო ავანგარდული ჩანართებიც, რასაც ორგანულად ეხამებოდა მაღალი კლასის მხატვრული განათება.


მოწვეული სტუმრების გარდა ანსამბლს იუბილე მიულოცა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ.


 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4158
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია