საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სასარგებლო რესურსები უცხო ენების უფასოდ შესასწავლად
2015/03/10 16:14:03

გთავაზობთ სასარგებლო ვებ-გვერდების სიას, რომლებიც დაგეხმარებათ უცხო ენების შესწავლაში.

 

 

ინგლისური ენაflagge-grossbritannien

List-english.ru – საგულდაგულოდ შერჩეული სასწავლო მასალა ინგლისური ენის შესასწავლად: ონლაინ-ლექსიკონი, სკოლები, ფორუმები, რეპეტიტორები, ტესტები, სასკოლო სახელმძღვანელოები, ვიდეო-კურსები, თამაშები, პროგრამები და მრავალი სხვა. ყველაფერი უფასოა.

Englishtips.org – სახელმძღვანელოებისა და წიგნების ზღვა, შესაძლებელია გადმოწერაც. კარგად მუშაობს საძიებო სისტემა.

Britishcouncil.org – ტესტები, გრამატიკა, თამაშები და მრავალი სხვა. ყველაფერი ინგლისურადაა, ამიტომ დამწყებებისთვის რთული იქნება ორიენტირება, თუმცა ცდად ღირს.

Bbc.co.uk – მრავალფეროვანი მასალა ყოველდღიური, თანამედროვე ენის შესასწავლად.

Real-english.com – საკმაოდ კარგი საიტი გაკვეთილებით, სტატიებითა და ვიდეოებით. სანამ შესწავლას დაიწყებდეთ, მთავარ გვერდზე აირჩიეთ სასურველი ენა.

Eslpod.com – გვერდი კალიფორნიიდან. მისი მთავარი ამოცანაა – ინგლისურის სწავლება, როგორც მეორე ენა. აქვს უზარმაზარი მასალის გადმოწერის შესაძლებლობა.

Elllo.org – მასწავლებლებისა და საშუალო დონის სტუდენტებისთვის ნამდვილი მიგნებაა. შესაძლებელია გამოთქმების შედარება კანადიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან და ა.შ.

ფრანგული ენაimages

Grammairefrancaise.net – კარგი საიტია, ბევრი ინფორმაციაა შესამოწმებელი დავალებებით, ყველაფერი ფრანგულადაა.

Studyfrench.ru – საუკეთესო რუსულენოვანი საიტი, განსაკუთრებით სასარგებლო იქნება პირველ ეტაპზე, რამდენადაც გრამატიკის ახსნა რუსულადაა, ხოლო ტექსტებს აქვთ თარგმანი.

Bbc.co.uk – ფრანგულის ვიდეოკურსი. საიტი ინგლისურენოვანია და ყველა ახსნაც ინგლისურად არის. ასე რომ პარალელურად გაიმყარებთ ინგლისურის ცოდნასაც.

Laits.utexas.edu/fi – ვიდეო, აუდიო დავალებები გრამატიკაში, ფონეტიკა.

Ikonet.com/fr – ინტერაქტივი: ვიდეო, აუდიოდავალებები, ტესტები და ლექსიკონი.

Polyglotclub.com – აქ შეგიძლიათ იპოვოთ ფრანგები, რომლებიც სწავლობენ რუსულს, ამგვარად შეძლებთ ეკონტაქტოთ და დახვეწოთ უნარები.

ესპანური ენაflag

Hispanistas.ru – უამრავი წიგნი, აუდიო, ვიდეო, ფორუმი. სასარგებლო და მრავალფეროვანი ინფორმაცია.

Rae.es – ესპანური ენის ლექსიკონი.

Lingus.tv – ვიდეო სხვადასხვა დონეებისთვის. ძირითადად წარმოდგენილია ყოველდღიური დიალოგები. ვიდეოების გარდა არის ტექსტები და ამ დიალოგების ესპანურ-ინგლისური თარგმანი.

Recursosdidacticos.es – გახმოვანებული ტექსტების კრებული. ტექსტები დაყოფილია ჟანრებად (პიესები, მოთხრობები, პოეზია და ა.შ). შესაძლებელია დაწყება masleidos-დან(ყველაზე წაკითხვადი) ან masvalorados-დან(ყველაზე მაღალრეიტინგიანი).

Dirae.es – ძალიან საინტერესო ლექსიკონი. მაგალითად შეგყავთ საძიებო სისტემაში სიტყვა azul. ის გთავაზობთ სტატიას ამ სიტყვის მნიშვნელობის ყველა შესაძლო ვარიანტით.

გერმანული ენაde

Travlang.com – საიტი ინგლისურ ენაზეა, თემატურად დაყოფილი რუბრიკებით.

German.about.com – გრამატიკა, სავარჯიშოები, ტრენინგები სმენისა და გამოთქმის გასაუმჯობესებლად.

Dw.de  – გერმანული ენის კურსი წარმოდგენილი რადიოსადგურ „DeutscheWelle“-ს მიერ. საიტი შეიცავს ფაილებსა და სიახლეებს mp3 ფორმატში, სხვადასხვა თემებზე.

Deutsch-uni.com.ru – საინტერესო საიტი მათთვის, ვინც სწავლობს გერმანულ ენას, უამრავი სასარგებლო და საჭირო რესურსი.

იტალიური ენაimages (1)

Webs.racocatala.cat – შესანიშნავი სასწავლო საიტი, რომელზეც თავმოყრილია გრამატიკა, ლექსიკა, სავარჯიშოები, კარნახი, ტესტები, თამაშები, ანდაზები და გამოთქმები, სიმღერები, ვიდეო.

Studyitalian.ru – საიტი შეიცავს ბევრ საჭირო ინფორმაციას, სასარგებლოა დამწყებებისათვის.

Dizionario.rai.it – ორთოგრაფიისა და გამოთქმის ლექსიკონი.

Book2.de – კარგად მოფიქრებული საიტი-ლექსიკონი 100 თემაზე. შესაძლებელია გადმოწერა ორ ვარიანტად – თარგმანით და მის გარეშე. იტალიურის გარდა არის სხვა ენებიც.

Oneworlditaliano.com – სასწავლო მასალების ნაკრები, სავარჯიშოები, ბმულები, ტესტები და სიახლეები.

ჩეხური ენაCzech_Republic_Flag_big

Lingvisto.org – გრამატიკისა და კითხვის წესები ჩეხურ ენაში.

Nej.wz.cz – „ყველაზე-ყველაზე“ ჩეხურ ენაზე. მაგალითად, ყველაზე გრძელი სიტყვა – nejneobhospodorovávatelnější.

KurzČeštiny – ვიდეო-გაკვეთილები დამწყებებისათვის.

Czechprimer.org – ენის შესწავლა სურათებით. არავითარი რეკლამა.

Czechclass101.com – აუდიო და ვიდეო გაკვეთილები ჩეხურ ენაში დამწყებთათვის. შესაძლებელია აგრეთვე სრული ტრანსკრიპციების, თანმხლები მასალების გადმოწერა, ხოლო განსაკუთრებით მონდომებული მოსწავლეებისთვის საკონტროლო დავალებებიც კი.

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5533
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია