დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში გენერალური აუდიტორის პრეტენზიებს უარყოფენ
2015/03/10 15:36:19

რამდენიმე დღეა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ქუთაისის მერიაც მოხვდა. თუმცა, კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით აქვს პრეტენზია აუდიტს თვითმმართველობის მიმართ, არ დაკონკრეტებულა. გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია „კვირის პალიტრის“ ფურცლებზე მხოლოდ ზოგადი განცხადებით შამოიფარგლა.

 

ქუთაისის მერია დღეს ოფიციალურად გამოეხმაურა პრესაში გავრცელებულ მოსაზრებას. მერიაში მიიჩნევენ, რომ მედია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

 

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები არასწორ ინფორმაცის ავრცელებენ. კონკრეტულად საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეტენზიებზე, რომელიც თითქოსდა ქუთაისის მერიის მიმართ არსებობს,“ _ ნათქვამის პრეცსენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შედგა კომუნიკაცია ქუთაისის მერსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს შორის  და როგორც გაირკვა, მთავარი აუდიტორის მიერ მიცემულ ინტერვიუში 2011-2012 წლებში ქუთაისის მერიაში არსებულ ვითარებაზეა საუბარი და 2013 წლიდან დღემდე აუდიტის სამსახური ქუთაისის მერიაში არ შესულა, ხოლო ტენდერებ გამართვისა და მათ შესრულების თვალსაზრისით ქუთაისი ერთ-ერთი მოწინავეა.

 

ქალაქში უკვე მომზადებულია რამდენიმე მსხვილი პროექტი და ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად სამუშაოებიც აქტიურ ფაზაში შევა. ყოველდღიურად მიმდინარეობს დასრულებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება.“_ნათქვამია ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია