დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ მოვიქცეთ სუფრასთან - ეტიკეტი და კარგი მანერები
2015/03/10 12:22:07

კარგი მანერები და სუფრასთან მოქცევის წესები ეს ისაა, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს! შესაძლოა, ბევრისთვის ეს მომაბეზრებელი და უსარგებლო შეზღუდვებია, თუმცა მისი დაცვა გარკვეულ წრეებში აუცილებლად მოგიწევთ, რა თქმა უნდა, თუ არ გსურთ, რომ ხმამაღლა მოხვრეპილმა ჩაიმ ან კბილების გამოჩიჩქვნამ სამუდამოდ დაგიხუროთ მათი კარი.


ტერმინი ეტიკეტი ფრანგული ენიდან მომდინარეობს. ის აღნიშნავს ქცევის კოდექსს, რომელიც გამოხატავს თქვენს დამოკიდებულებას სოციალური კლასის ან ჯგუფის მიმართ.



სუფრასთან მოქცევის მთავარი წესია, რაც შეიძლება ჩუმად, ან სულაც უხმაუროდ მიირთვათ და დალიოთ. 



მაგიდასთან დაჯდომისას თვალს ხშირად ხვდება ტექსტილის ხელსახოცი, რომელსაც დანიშნულებისამებრ იშვიათად იყენებენ. ხელის მსუბუქი მოძრაობით გახსენით და მუხლებზე დაიდეთ. ამ ხელსახოცით ხელის ან პირის გაწმენდა რეკომენდირებული არაა, მაქსისმუმ - ტუჩებზე ნაზად მიიდოთ სასმელის დალევის შემდეგ სისველის შესაშრობად. იმის თქმა ალბათ საჭიროც არაა, რომ გამართული უნდა იჯდეთ და სუფრას იდაყვები არ უნდა დააყრდნოთ. 



სუფრასთან დაჯდომისთანავე მაშინვე ჭამას ნუ დაიწყებთ. დაელოდეთ, სანამ სუფრის ყველა წევრი დაჯდება და შეეცადეთ, ერთობლივად თუ არა, ოდნავი დაგვიანებით დააგემოვნოთ. საკვების დაწუნება ცუდი ტონია. მითუმეტეს თუ სტუმრად ოჯახში ხართ. აღფრთოვანების გამოხატვა კი ყოველთვის მისასალმებელია.



ახლა რაც შეეხება თავად ჭურჭელთან და დანა-ჩანგალთან ურთიერთობას. უმეტესად, ყველგან მარტივად გაწყობილი სუფრა გვხვდება, ყოველგვარი ზედმეტი ჩანგლისა თუ თეფში-ჭიქის გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ ბოკალი, რომელიც ზომით შედარებით მომცროა, ყოველთვის ალკოჰოლური სასმელის, უფრო ზუსტად, ღვინისთვის გამოიყენება, ხოლო დიდი ბოკალი გამაგრილებელი სასმელის ან წყლისთვისაა განკუთვნილი.



თუ თეფშის გარშემო ბევრი სახეობის დანა-ჩანგალია დალაგებული, არ დაიბნეთ. სუფრაზე საკვები დაწყობილი დანა-ჩანგლის თანმიმდევრობით შემოვა, გამოიყენეთ ისინი "გარედან–შიგნით" პრინციპით და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. თუკი სუფრასთან წვნიანია, ბოლო წვეთებს ადვილად ამოიღებთ კოვზით თუკი თეფშს თქვენი საწინააღმდეგო მიმართულებით ოდნავ აწევთ. ისე კი, მაინცდამაინც აუცილებელი არაა ბოლო კოვზიც მიირთვათ. მთავარი თეფშის თავთან პატარა თეფში პურისთვისაა განკუთვნილი. ძალიან მოსახერხებელია, როდესაც პურის სუფრაზე დადება არ გიწევთ.

 


GEMRIELIA

 

კიდევ ერთი, როდესაც რამე გინდათ და ის თქვენგან შორსაა მთელს სუფრაზე ნუ გადაიქაჩებით, გაცილებით მარტივია, ნაზი ღიმილით თქვენს გვერდით მჯდომს სთხოვოთ, მოგაწოდოთ.



ჩანგლით მხოლოდ იმდენი საკვები აიღეთ, რამდენის აღებაც დისკომფორტს არ შექმნის და თეფშზეც არ ჩამოიყრება. ამასთანავე პირს მთლიანად ნუ გაივსებთ საჭმლით. ღეჭეთ მოკუმული პირით და ლუკმებს შორის მცირე ინტერვალები გააკეთეთ.



თუ ერთ გვერდით მჯომთან გსურთ საუბარი, ამის გამო მეორეს ზურგს ნუ შეაქცევთ. ხოლო თუ თქვენსა და მოსაუბრეს შორის კიდევ ერთი ადამიანი ზის, შეეცადეთ მის ზურგსუკან ისაუბროთ და არა მის წინ გადმოწეულებმა.



არასოდეს შეიმჩნიოთ, თუ სუფრის რომელიმე წევრი ეტიკეტის დარღვევით მიირთმევს, მაგრამ თავად შეეცადეთ შეცდომა არ დაუშვათ. თუ მაინც ვერ ახერხებთ ეტიკეტის დაცვას რომელიმე ეგზოტიკური კერძის მირთმევისას, სჯობს დაარღვიოთ იგი, ვიდრე მისი დაცვის უხერხული მცდელობით მიიქციოთ მთელი სუფრის ყურადღება.



ხორცი ან სხვა ნებისმიერი კერძი არასოდეს დაანაწევროთ ლუკმებად ერთბაშად. მოაჭერით მხოლოდ იმდენი რასაც ერთ ლუკმად შეჭამთ. შემდეგ კვლავ მოაჭერით პატარა ნაწილი და ა.შ. 



თუ მასპინძელი ხართ, სტუმრებზე ადრე ნუ დაამთავრებთ ჭამას, მით უმეტეს, თუ ეს კერძი ბოლოა სუფრაზე. დაელოდეთ სანამ ჯერ სტუმრები დაასრულებენ. მთავარი კერძის შეთავაზება სტუმრებისთვის დაშვებულია ორჯერ, მაგრამ თუ სტუმარი ხართ, თავად ნუ მოითხოვთ დამატებას. ასევე ნუ მოითხოვთ მეორე ფინჯან ჩაის ან ყავას თუ კი სტუმართა ნაწილს ჯერ პირველიც არ მიუღია.



სუფრასთან ნებისმიერი ტიპის მომსახურებისას გადაიხადეთ მადლობა.



სუფრასთან დაჯდომის წინ ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანეთ, რათა გარშემო მყოფნი გაუთავებელი წკრიალით არ შეაწუხოთ. ეს ცუდი ტონია. თუ მნიშვნელოვან ზარს უნდა უპასუხოთ, ბოდიში მოიხადეთ და მოშორებით გადით - აუცილებელი არაა თქვენი საუბარის მომსწრე მთელი სუფრა გახდეს.



სადილის ან ვახშმის დასრულების შემდეგ დანა ჩანგალი თეფშზე დიაგონალზე, ერთმანეთის პარალელურად დადეთ - ეს ნიშნავს რომ თქვენ დაამთავრეთ.



დესერტის მირთმევისას: ჩაიში/ყავაში შაქარი მოურიეთ უხმაუროდ, წკარუნის გარეშე და შემდეგ კოვზი დადეთ ლანგარზე. და არასოდეს, არასოდეს მოხვრიპოთ!

 

წყარო: http://www.gemrielia.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2900
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია