დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გასულ წელს ქუთაისში საცხოვრებელი 194-მა პირმა მოითხოვა, თუმცა ჭერი ვერცერთმა მიიღო
2015/03/09 16:07:15

2012-13 წლების განმავლობაში თბილისის მერიას თავშესაფრის მოთხოვნით 10 000-მდე ოჯახმა მიმართა, მათგან „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში“ პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით 24 ოჯახი დაკმაყოფილდა, 22 პირმა კი ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია მიიღო, - ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში - „უფლება სათანადო საცხოვრისზე".

 

რაც შეეხება 2014 წლის მონაცემებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ თბილისის მერიამ გასული წლის მონაცემები, მოთხოვნის მიუხედავად, ომბუდსმენის აპარატს არ მიაწოდა.

 

რაც შეეხება რეგიონებში არსებულ ვითარებას, ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას, ამავე თხოვნით,  2011, 2012 და  2013 წლებში 707-მა მოქალაქემ მიმართა და მხოლოდ 41 ოჯახს დაკმაყოფილდა. რაც შეეხება 2014 წლის მონაცემებს, ქუთაისში გასულ წელს საცხოვრებლით უზრუნველყოფა 194 პირმა მოითხოვა, საიდანაც არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.

 

ბათუმში 2012-13 წლებში თავშესაფრის მოთხოვნით, 1 650 განცხადება შევიდა. 2014 წელს კი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე 521 ოჯახმა მიმართა. 2010-2013 წლებში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 15 სოციალურად დაუცველი და 14 დევნილი ოჯახი. 2013 წელს დაკმაყოფილდა 5 მრავალშვილიანი ოჯახი, 2013-14 წლებში კი ბათუმის მერიამ 30 ბენეციფიარზე გათვლილი დროებითი თავშესაფარი მოაწყო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში მწვავედ დგას საბინაო ფონდების არარსებობის პრობლემა.

 

„არ არსებობს რაიმე სახის მარეგულირებელი აქტი/მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც გამგეობები უსახლკარო პირებს დააკმაყოფილებენ ბინის დასაქირავებლად საჭირო თანხით, შესაბამისად, არ არის გაწერილი, კონკრეტულად რა კრიტერიუმებით ხდება იმ ოჯახების შერჩევა, ვინც მიზნობრივი დახმარებით კმაყოფილდება", - ვკითხულობთ ანგარიშში.

 

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2012, 2013 და 2014 წლებში უსახლკარო პირთა საჭიროებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებები გათვალისწინებული არ ყოფილა.

 

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ასევე ცენტრალური ხელისუფლება უნდა ქმნიდეს უსახლკარო პირთა მონაცემების ბაზას, თუმცა პრაქტიკაში ეს მოთხოვნა არ სრულდება, რაც სტატუსის დადგენის მეთოდოლოოგიის არარსებობას უკავშირდება.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეუძლებელია უსახლკარო პირების სოციალურად დაუცველთა ოჯახების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვაც, რადგან, კანონმდებლობის თანახმად, ოჯახი, რომელსაც სურვილი აქვს გახდეს პროგრამის ბენეფიციარი, აუცილებელია მუდმივად ცხოვრობდეს განცალკებებულ საცხოვრებელ ფართზე.

 

„უსახლკაროთა ყველაზე მძიმე კატეგორია, რომლებიც ღამეებს ქუჩაში, სადარბაზოებში, სკვერებში ათევენ, ვერ ხვდებიან სოციალურად დაუცველთა ოჯახების სახელმწიფო პროგრამაში, რაც იწვევს მათ სოციალურ გარიყულობასა და არაპირდაპირ დისკრიმინაციას“, - წერია ანგარიშში.

 

სახალხო დამცველი მიიჩვევს, რომ უსახლკარო პირების სამართლებრივი დაცვისთვის აუცილებელია დაზუსტდეს უსახლკარო პირთა სამართლებრივი სტატუსი, რომელშიც ნათლად იქნება გაწერილი პირთა წრე, რომელზეც გავრცელდება აღნიშნული დეფინიცია.

 

ომბუდსმენის მითითებით, ზემდიწევნით უნდა გაიწეროს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისფუფლების ვალდებულებები და მათი მოქმედების ფარგლები, განისაზღვროს მათ შორის კოორდინაციის მექანიზმი.

 

ასევე, უნდა მოხდეს უსახლკარო პირთა საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებული საჭირო სახსრების დაანგარიშება და მათი ეტაპობრივად მობილიზება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

წყარო: http://www.liberali.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2185
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია