დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასმელები, რომლებიც გაციებისას სწრაფად გამოგაჯანმრთელებთ
2015/03/09 14:08:00

გაზაფხულის დადგომის მიუხედავად, ვირუსები და გაციება არ იკლებს. თუ თქვენ ან თქვენს ახლობლებს შემოგიტიათ ვირუსებმა, სასარგებლო და სამკურნალო სასმელებს გაეცანით, რომლებიც სწრაფად და ანტიბიოტიკებზე უკეთესად დაგაყენებთ ფეხზე. 

თბილი ჩაი თაფლითა და ლიმონით

დააყენეთ შავი ან მწვანე ჩაი, შეაგრილეთ და დაუმატეთ ლიმონი და თაფლი. ასე ეს ორი ინგრედიენტი სასარგებლო თვისებებს შეინარჩუნებს და ყველაზე სერიოზული ვირუსის დროსაც კი ფეხზე დაგაყენებთ. 

ჟოლოს ჩაი ცაცხვის ყვავილებით

დააყენეთ ცაცხვის ჩაი, დაუმატეთ გამომშრალი ჟოლო ან მისი ფოთლები. გააჩერეთ 30 წუთი და დალიეთ. თუ ჟოლოს კენკრა არ გაქვთ, მურაბაც გამოგადგებათ. 

ასკილის ჩაი

არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ასკილი "ცე" ვიტამინითაა მდიდარი. 3 სადილის კოვზ დანაწევრებულ ასკილს დაასხით 0,5 მდუღარე წყალი და მთელი ღამე გააჩერეთ თერმოსში. დილით გადაწურეთ და დალიეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. 

ჩაი ნივრით

ეს ჯადოსნური ნაყენი ერთ ღამეში დაგაყენებთ ფეხზე. თბილ რძეში დაუმატეთ გამოწურული ნივრის 10 წვეთი და დალიეთ ძილის წინ 30-40 წუთით ადრე. 

ჯანჯაფილის ჩაი ლიმონით

სასმელი, რომელიც გაგათბობთ, გაგიძლიერებთ იმუნიტეტს, აგიმაღლებთ შრომისუნარიანობას, შეგიძლიათ წელიწადის ნებისმიერ დროს დაამზადოთ, მაგრამ განსაკუთრებით გაზაფხულზეა სასარგებლო. იგი შემდეგნაირად მზადდება: 1 ჭიქა ადუღებულ, ცხელ წყალს დაუმატეთ პიტნის რამდენიმე ღერი, გახეხილი ჯანჯაფილი (0,5 ჩაის კოვზი), დანის წვერით დაფქული დარიჩინი, ლიმონის წვენი (1 სადილის კოვზი), უკვე შეგრილებულს კი - 1 ს/კ თაფლი. მიირთვით თბილი. 

გვირილის ჩაი

გვირილა ანთების საწინააღმდეგო მცენარეა; ცაცხვთან და თაფლთან ერთად, გრიპთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალებად ითვლება. გვირილისა და ცაცხვის ყვავილების თითო ჩაის კოვზს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ 1/3 ჭიქა სამჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. შეგრილებული შეგიძლიათ თაფლით დაატკბოთ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3268
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია