დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერმა 107 წლის ქალქატონი მოინახულა
2015/03/09 12:07:04

ქალთა საერთაშორისო დღე ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ, უხუცეს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონებს მიულოცა.

 

შოთა მურღულია 107 წლის ლიდა ლომთაძეს და სოფიო ბანძელაძეს ოჯახში ესტუმრა და 8 მარტი მიულოცა.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალთა დღე ასოციაცია „მოწყალების“ ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნეს. ქალაქის მერმა მათ საჩუქრებიც გადასცა. შშმ პირები აცოციაციაში, ქსოვენ, ქარგავენ, ბისერებზე მუშაობენ და პერიოდულად გამოფენა-გაყიდვას აწყობენ. საქველმოქმედო აქციაში ჩართულობის მიზნით ქართულ-გერმანულმა ცენტრმა მათ საჩუქრად საქსოვი ძაფები გადასცა. ასოციაცია „მოწყალების“ შენობას პანდუსი გაუკეთდა, რომლის მოწყობა ქუთაისის მერიამ დააფინანსა.

 

წყარო: ქუთაისის მერიის პრესსამსახური

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2099
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია