საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კიდევ ერთი სასტიკი ძიძა, რომელმაც მსოფლიო აღაშფოთა(Video)
2015/03/07 15:53:40

ქალი ჯოჯოხეთიდან, უგანდელი ურჩხული - სწორედ ასე უნოდეს ამ უგანდელ ძიძას, რომლის სისასტიკე კამერებმა დააფიქსია.

 

ძიძა, რომელიც ბავშვს ასე სასტიკად უსწორდება (ეს ვიდეოშიც ჩანს და კიდევ ყველაფერი ვერ დაფიქსირდა), პოლიციელებმა დააპატიმრეს, ბავშვი კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, თუმცა საკმაოდ მძიმე ტრამვები ჰქონდა. 22 წლის ჯოლი ტუმეჰირი 18 თვის გოგონას რამდენიმე თვე უვლიდა.

 

ბავშვის მშობლებმა როგორც კი რაღაც იეჭვე, კამერები დააყენეს და ასეთი სავალალო შედეგი მიიღეს. ბავშვი, პრაქტიკულად, წამების ქვეშ იყო.  როდესაც მშობლებმა ვიდეო იხილეს, ძიძას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქალმა გამძვინვარებულ მამას ძლივს დააღწია თავი და საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში. საქმის გარჩევისა და სასამართლო პროცესების შემდეგ ძიძას 4-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

სამწუხაროა, მაგრამ მსგავსი ფაქტი ცოტა არ არის. სამართალდამცველები და ფსიქოლოგები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მშობლებმ, მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით შეარჩიონ ის ადამიანები, ვისაც თავიანთ შვილებს ანდობენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1591
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია